“Dancing is not a crime” #FemFacts

2018 წლის ივლისში მედა ჰოჰაბრი, ირანელი ახლაგაზრდა ბლოგერი, ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ცეკვის ვიდეოების გამო დააპატიმრეს და გაასამართლეს.

ჰოჰაბრის ვიდეოები ჩაწერილი იყო სახლში, გოგონა ცეკვავდა ირანულ და დასავლურ პოპ მუსიკაზე და არ ატარებდა სავალდებულო თავსაბურავს – ჰიჯაბს.

ჰაშტაგით – “ცეკვა დანაშაული არ არის” სოციალური მედიის მომხმარებლები ახალგაზრდა მოცეკვავეს მხარდაჭერას უცხადებენ, აქვეყნებენ თავიანთი ცეკვის ვიდეოებს და საკუთარ გამოცდილებაზე წერენ.

“თეირანის საჯარო პარკში ვცეკვავ, რომ დავეხმარო 19 წლის გოგოს, რომელიც ცეკვისთვის დააპატიმრეს,” – ასეთია ერთ-ერთი მომხმარებლის ტვიტი.