ლოს ანჯელესის ხელისუფლება იუწყება, რომ მართალია, საყოველთაო კარანტინის პირობებში გამოიცა სხვადასხვა ბრძანება ოჯახური ძალადობის შემთხვევების ზრდის შეჩერების მიზნით, მაგრამ რესურსების არასაკმარისობის გამო ყველა დაზარალებულის დახმარებას ვერ უზრუნველყოფენ. მაგალითისთვის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილ თავშესაფრებში მიღებაზე დაახლოებით 90 ადამიანს ეთქვა უარი.

პრობლემის შესამსუბუქებლად რიანამ დააანონსა 4.2 მლნ დოლარის ოდენობის დონაციის გაღება. ფული მოხმარება ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა და მათი შვილების თავშესაფრებით, საკვებით, ფსიქოლოგიური კონსულტაციით უზრუნველყოფას 10 კვირის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ რიანა ახალი კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლასაც უწევს ფინანსურ დახმარებას. კერძოდ, მან ამისათვის უკვე გაიღო 5 მლნ აშშ დოლარი.