⚡️ გულაბის დაჯგუფება ჩრდილოეთ ინდოეთში დაარსებული მოძრაობაა, რომელიც იცავს ქალების უფლებებს. ისინი მოძალადეებს ჯოხებით უსწორდებიან და ასე აღწევენ სამართლიანობას. “როდესაც დამნაშავეს ვპოულობთ, ვალურჯებთ მას, რომ მეტჯერ აღარასდროს გაბედოს ქალებისა და გოგონებისთვის რამის დაშავება.”-ამბობს ჯგუფის დამაარსებელი.

2014 წლისთვის დაჯგუფებაში 400.000-ზე მეტი ქალი იყო გაერთიანებული.

Gulabi Gang-ს მიღეული აქვს არაერთი ჯილდო და მათზე გადაღებულია ორი დოკუმენტური ფილმი.

ისინი თავს მოიხსენიებენ, როგორც “სამართლიანობისთვის მებრძოლი დაჯგუფება”.

მოძრაობის დაარსების ადგილი, ბანდას რაიონი, ცნობილია ყველაზე პატრიარქალური კულტურით, ხშირი ოჯახური ძალადობით, ქალებში განათლების დაბალი დონით, ნაადრევი ქორწინების მაღალი მაჩვენებლითა და არასრულწლოვანთა შრომითი ექსპულატაციით.

#FemFacts