
“შეუღწევად გარემოზე დიდი პრობლემა შეუღწევადი ტვინებია. საზოგადოებაში არსებობს ბევრი სტერეოტიპი – მათ ჰგონიათ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან საცოდავები, საბრალოები და მათ სჭირდებათ დახმარება. ერთჯერადი დახმარებების და პანდუსების შენობებზე მიშენების ჭრილში განიხილება დღეს მათი სოციალური ინტეგრაცია. ამის იქეთ ვერ წავედით. თუკი შენობას პანდუსი აქვს, ჰგონიათ, რომ ის შეღწევადია. არსებული პანდუსების ნაწილი ფორმალურია, კვაზი პანდუსებს ვეძახი მათ, შეუძლებელია ამ პანდუსებით ისარგებლო. ზუგდიდში ამასწინათ მიწისქვეშა გადასასვლელზე დაამონტაჟეს ლითონის კონსტრუქცია და პანდუსი უწოდეს. ის საშიშია ადამიანების გადაადგილებისთვის, რომლებიც ეტლით არიან ან იმ მშობლებისთვის, რომლებსაც ჩვილი ბავშვები საბავშვო ეტლით დაჰყავთ. მივმართეთ ოფიციალურად და სიტყვიერადაც ვუთხარით, შეეცვალათ ან საერთოდ მოეშორებინათ კოსნტრუქცია, მაგრამ არაფერი შეცვლილა. არქიტექტურის სამსახურის უფროსი ამბობს – „მე ძალიან კარგად მესმის თქვენი გულისტკივილიო“, მაგრამ მას არ ესმის, რომ გულისტკივილი და უფლება სხვადასხვა ცნებებია. ეს არ არის ჩემი გულისტკივილი, ეს ჩემი უფლებაა!”
– ივეტა წითაშვილი
#IDPD
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა.
შშმ პირების დასაქმების მაჩვენებელი უარესდება სტატუსის სიმძიმის მიხედვით;
სახელმწიფოს არ აქვს შშმ პირების შესახებ სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემები;
2014 წელს ევროპაში დამსაქმებელმა შშმ პირების 33,6% დაასაქმა, საქართველოში – 4,8%
—
ტექსტი ეკუთვნის პროექტს ქალები საქართველოდან Women of Georgia
© 2017 პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალები საქართველოდან“ (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები: ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
სტატია სრულად – https://bit.ly/34OvHm8
სურათის ავტორი: Nina Baidauri
#ქალებისაქართველოდან
