
#FemFacts
2014 წლის 10 ნოემბერს მოკლეს, შემდეგ კი საკუთარ სახლში დაწვეს ტრანსგენდერი ქალი საბი ბერიანი.
2015 წელს საკუთარ სახლში გაზით გაგუდული იპოვეს ტრანსგენდერი ქალი ბიანკა შიგუროვა.
2016 წელს ყელი გამოჭრეს ტრანსგენდერ ქალ ზიზის.
2018 წელს გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალი ლიკა სახლში დასვენების გარეშე, კაცის ტანსაცმლით დაკრძალეს.
2015 წლის 10 ნოემბერს საქართველოში პირველად აღინიშნა ტრანსგენდერთა ხსოვნის ნაციონალური დღე.
დღეს 10 ნოემბერია და ჩვენ გვახსოვს ყველა მოკლული და ჩაგრული ტრანსგენდერი.
ჩვენ გვახსოვს მათი ისტორიები და ვიცით, რომ ისინი ყოველ დღე, ყოველ წამს გადარჩენისთვის, სიცოცხლისთვის და მომავალი დღისთვის იბრძვიან.
ჩვენ გვახსოვს ყველა ეს ადამიანი და ყველა ეს ისტორია.
ფოტოს ავტორი: ანკა გუჯაბიძე
Credits: Anka Gujabidze
ფოტოპროექტი სრულად https://youtu.be/gxapvPwAT8c
