GrlzWave რუსთავში ჩამოდის

კვირას, 29 ოქტომბერს, 16:00 საათიდან გეპატიჟებით ერთდღიან, ინტერაქციულ აუდიო მოგზაურებაზე. აუდიო მოგზაურობის დროს დავათვალიერებთ სხვადასხვა ლოკაციას და პარალელურად მოვუსმენთ ჩაწერილ ეპიზოდებსაც. რუსთავის კონტექსტის გასაგებად გირჩევთ, ადგილზე იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად.

გელოდებით, დასწრება თავისუფალია, თუმცა შეზღუდული რაოდენობით. დეტალური ინფორმაციისთვის კი, გადადით ღონისძიების ბმულზე.