
რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება!
Ხვალ, დილის 10 საათზე პარლამენტის ბიურო გადაწყვეტს, გაიტანოს თუ არა რუსული კანონი პლენარულ სხდომაზე, შუადღის 12 საათზე.
ჩვენი, მოქალაქეების მიზანია გავაპროტესტოთ ბიუროს მიერ რუსული კანონპროექტის განხილვა და მისი გატანა პლენარულ სხდომაზე, სადაც მოსალოდნელია კანონის პირველი მოსმენით მიღება.
გელოდებით ყველას ხვალ, 7 მარტს, დილის 09:30 საათზე, საქართველოს პარლამენტთან. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ დამოუკიდებელ საქართველოში, რომელიც ევროპისკენ ისწრაფვის, რუსულ კანონს ვერ მიიღებს!
#არარუსულკანონს
