“ოცნების” რეჟიმმა ჭიათურაში მაღაროელები დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭიათურაში მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით 29 აპრილს დააკავა და გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 30 აპრილს მაღაროელებს პროკურატურამ ბრალი უფრო მძიმე მუხლით წარუდგინა, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-9 წლამდე ვადით.

თებერვლიდან ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება, თუმცა პროტესტი კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც 23 აპრილს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით რეორგანიზაცია დაიწყო“ და თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლა.

სოლიდარობა მშრომელებს, ბრძოლა გრძელდება!

სრულ ვიდეოს, ჩვენს Youtube არხზე ნახავთ: https://youtu.be/VjJGR6g0N30
https://www.facebook.com/GrlzWave/videos/1453851362263266/