ტრანს მსახიობი და მოდელი ჰანტერ შაფერი ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის დისკრიმინაციული პოლიტიკის შედეგად, მის პასპორტში გენდერის მარკერი შეიცვალა.

შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც სქესის ახალ, ვიწრო განმარტებას აწესებს. ბრძანების მიხედვით, ფედერალური მთავრობა სქესს მხოლოდ მდედრობითს ან მამრობითს აღიარებს და ამბობს, რომ ეს უნდა აისახოს ოფიციალურ დოკუმენტებშიც.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღარ გასცემს პასპორტებს “X” მარკერით, რომელიც ხელმისაწვდომი იყო 2021 წლიდან. აღნიშნული ბრძანება აღარ ითვალისწინებს თხოვნებს გენდერული ნიშნების შეცვლაზე “Male” და “Female”-ს შორის.
https://www.facebook.com/GrlzWave/videos/1689912998543487/