
სულ მალე ერთი თვე შესრულდება, რაც ძალიან, ძალიან ბევრი ქართველი ყოველდღიურად იკრიბება რუსთაველზე უსამართლობის გასაპროტესტებლად.
არ არსებობს ეს პროცესი უერთმანეთოდ. როცა აქციებზე ვდგავართ (ალბათ ამიტომაც ვგროვდებით ხოლმე ამდენი), გულის ამაშრიალებლად იგრძნობა კოლექტიური მუხტი.
ჩვენი სურვილია, ეს მუხტი მუდამ თან დაგყვებოდეთ.
ფორსეტისა და გრლზვეივის ერთობლივი ინიციატივა სამადლობელია ყველა იმ ადამიანისა, რომელიც უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში გვეგულებიან; შემახსენებელია იმ რესურსულობისა და თავდადებისა, რასაც ყოველდღიურად თითოეული ჩვენგანი უკეთესი მომავლისთვის არ იშურებს.
მოდი, ერთად გადავუხადოთ მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც:
❤️გვეგულება აქციაზე გამყოლად;
გვეგულება აქციაზე მაშინ, როცა ჩვენ ვერ ვახერხებთ გასვლას;
გვეგულება დარბევებისას – ფიზიოლოგიურის ჩამწვეთებლად, გაზის კაფსულის გამნეიტრალებლად, ზურგის გამმაგრებლად, წაქცევისას ამყენებლად, დილაუთენია მომკითხველად;
გვეგულება ახალი სტრატეგიისა თუ გეგმის დამსახველად;
გვეგულება ჩამხუტებლად, როცა ნერვები გვიმტყუნებს ხოლმე;
გვეგულება სამართლიანობისკენ მიმავალ გზაზე თანამებრძოლად, თანამოაზრედ, თანამდგომად.
ვინ გახსენდება ამ ჩამონათვალზე? გადაიღე ვიდეო ან დაწერე პოსტი, რომლითაც ყველას გაუზიარებ მასთან და აქციებთან დაკავშირებულ მოკლე ისტორიას. გამოიყენე ჰეშთეგი #მეგულები, ან/და ინსტაგრამის add yours ფილტრი, რომელსაც ფორსეტისა და გრლზვეივის სთორებში ნახავ.
27 დეკემბერს კი გელოდებით აქციაზე, სადაც შეძლებ იჩუქო გულსაბნევი “მეგულები”, რათა შემდეგ აჩუქო საყვარელ თანამებრძოლს, გაუზიარო, რატომ გეგულება და გადაუხადო მადლობა თანადგომისთვის.
მადლობასთან ერთად, შევახსენოთ ერთმანეთს, რაოდენ მნიშვნელოვან პროცესს გავდივართ. გავიხსენოთ საკუთარი წვლილიც და ის მიზეზები, რის გამოც რუსთაველზე ვიკრიბებით ყოველდღიურად. ამისათვის, გულსაბნევებთან ერთად, რამდენიმე სახალისო აქტივობასაც დაგახვედრებთ.
დეტალები ადგილზე.
გვიპოვით ავტობუსების გაჩერებებთან.
ილუსტრაცია: სოფიო ჩხენკელი
ჩვენი ინიციატივა მოიაზრებს იმ კომპანიების მხარდაჭერასაც, რომლებმაც საშობაო ბაზარში მონაწილეობაზე უარი თქვეს და აქტიურად იბრძვიან თავისუფლებისთვის!
და შენ ვინ გეგულება?
https://www.facebook.com/GrlzWave/videos/1115708693293660/
