
16 აპრილს “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა დიმიტრი ბერიძეს. ის ჯერ წააქციეს, შემდეგ სცემეს. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ღამით, როცა აქცია ფაქტობრივად დაშლილი იყო, პარლამენტის მიმდებარე ვიწრო ქუჩებში პოლიცია დასდევდა და ფიზიკურად უსწორდებოდა აქციის მონაწილეებს.
„ქართული ოცნება“ 2024 წელს აქტიურად აგრძელებს რეპრესიის პოლიტიკას და პარალელურად აანონსებს უკიდურესად პრობლემურ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.“ ივანიშვილის გუნდის მიერ გამოყენებული ფართომასშტაბიანი და სასტიკი რეპრესიების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები არ წყვეტენ მშვიდობიან პროტესტს და დემონსტრაციებს.
დღეს, საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნა ორ ძირითად საკითხზე დაიყვანება: 1. რეჟიმის უსამართლო მსხვერპლების გათავისუფლება და დამნაშავე პირების, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების დასჯა; 2. რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნებისთვის საჭირო გარანტიების შექმნით.
გაეცანით დიმიტრის გამოცდილებას.
https://www.facebook.com/GrlzWave/videos/3913773308937449/
