პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან ერთ საათში სამოქალაქო აქტივისტს, “სირცხვილიას” ერთ-ერთ დამფუძნებელ ზუკა ბერძენიშვილს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს.

რუსული კანონის მოწინააღმდეგე არაერთი აქტივისტი, პოლიტიკოსი თუ სტუდენტი სცემეს ჩასაფრებების შედეგად, რასაც წინ უძღოდა სატელეფონო მუქარის შემცველი ზარები და შეტყობინებები, ოფისებთან და სახლებთან კი – შეურაცხმყოფელი წარწერები, სტენსილები და პლაკატები.

„ქართული ოცნების“ წევრმა და დეპუტატმა დიტო სამხარაძემ აღიარა, რომ მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების ოფისებზე თავდამსხმელი წარწერების უკან მმართველი გუნდი დგას.

პოლიციას ამ დრომდე “ქართული ოცნების” მიერ ორკესტრირებული დანაშაულების უკან მდგომი არც ერთი პირი არ დაუკავებია. ა რ ც ე რ თ ი.
https://www.facebook.com/GrlzWave/videos/1622615358669114/