
❗️დღეს, 23 იანვარს, კეკელიძის #1-დან მარინა ხატიაშვილის ოჯახი ძალის, დამცირების და ღირსების შელახვის გამოყენებით გამოასახლეს. ოჯახის გამოსახლების მიზნით გამოიყენეს სხვადასხვა ძალადობრივი გზები, გაჭრეს კარი, ფიზიკურად გაუსოწრდნენ თვითორგანიზებულ ადამიანებს, ჟურნალისტებს არ ეძლეოდათ მუშაობის საშუალება და დაზიანდა ტექნიკა, დაკავებულია 20 პირი.
❗️24 იანვარი, დადიანის #259-ში დილის 10 საათზე მაია კიკალიშვილის, მარტოხელა დედის და 2008 წლის ომის ვეტერანის გამოსახლებაა ჩანიშნული. მევახშეებმა 2 სახლი უკვე წაართვეს და ახლა უკანასკნელი თავშესაფრიდან, მიშენებიდანაც ასახლებენ, სადაც ის ორ შვილთან ერთად ცხოვრობს;
❗️26 იანვარი, ზანდუკელის #2-ში დილის 10 საათზე ელგუჯა ბალახაძის 7 სულიანი ოჯახის გამოსახლებაა ჩანიშნული (ავადმყოფი ძმა, ორსული შვილი, 5 წლის შვილიშვილი). მის ოჯახს ქუჩაში გაყრას უპირებს მევახშე, რომელიც ვალს აღარ იბრუნებს.
https://www.facebook.com/GrlzWave/videos/391665966750731/
