ზამირ კვეკვესკირის ოჯახი თბილისში, ზაჰესის ყოფილი გამგეობის შენობაში, 18 კვადრატულში წლების განმავლობაში ცხოვრობდა. ზამირმა თბილისში დევნილებისთვის მშენებარე კორპუსებში ბინის მიღების მოთხოვნით სააგენტოში ბოლო განცხადება 2023 წლის ნოემბერში შეიტანა.

2025 წლის 27 იანვარს, დევნილთა სააგენტოს შენობასთან, ზამირი ითხოვდა ვინმესთან ლაპარაკს და შეხვედრას, თუმცა უშედეგოდ. სხეულის 65%-ის დამწვრობითა და სასუნთქი გზების დაზიანებით, ზამირი სიკვდილს 5 დღის განმავლობაში საავადმყოფოში ებრძოდა. 1 თებერვალს, 44 წლის ზამირ კვეკვესკირი სავადმყოფოში გარდაიცვალა.

თეა, რატომ არ არის ზამირ კვეკვესკირი დღეს სახლში?