დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართა.

სხდომაზე გამოიკითხა დაცვის მხარის მოწმე ქირურგი-იმპლანტოლოგი, თათია ანდღულაძე, რომელმაც აღნიშნა:

„სილის გაწვნის დროს რა ფიზიოლოგიური რეაქციები არსებობს? ეს არის მიმიკა და მოტორული რეაქცია ერთდროულად. ანუ თუ მე სახის არეში დამარტყამენ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ყოფილიყო იმ წუთას გამომხატველი [ტკივილის] ეს არის, ტკივილის გამომხატველი გრიმასი, ანუ პაციენტს ხელი უნდა წაეღო მტკივნეულ ადგილას… ამ ვიდეოში რას ვხედავთ, მზიას ამ სილის გაწვნის შემდეგ, ბატონ ირაკლის მხოლოდ და მხოლოდ აღენიშნება ერთი რეაქცია – ეს არის თავდაცვა, თუ ხედავთ კადრში, უკან იხევა… ამ ვიდეოების მიხედვით პაციენტს არ აღენიშნება ფიზიოლოგიური რეფლექსები… თქვენ მე რომ ხელი დამარტყათ, თუ მეტკინა, აუცილებლად რაღაც დამეტყობა, ან მიმიკა, ან მოტორული რეაქცია ან სხვა ტიპის…”,.

მომდევნო სხდომები 9 და 23 ივნისსაა დაგეგმილი.

წყარო: პუბლიკა

ფოტოები: ზაქარია მურმანიშვილი