კიდევ ერთ, ძალიან საინტერესო ორტომეულს გიზიარებთ
✍ ეს წიგნები მკითხველს სთავაზობს თანამედროვე ქართული პროზის მრავალფეროვან სურათს, სადაც ქალი ავტორები გაბედულად გამოხატავენ საკუთარ ხედვებსა და გამოცდილებებს. ორტომეული არა მხოლოდ ლიტერატურული ღირებულებით გამოირჩევა, არამედ კულტურულ-სოციალური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რადგან ასახავს ქალთა როლს და წვლილს საქართველოს თანამედროვე ქართულ მწერლობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
✍ ქართველი ქალების ხმა ყოველთვის და ყველა ეპოქაში ისმოდა. ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლა ახლა არ დაწყებულა. ამიტომ, თუ გსურს იპოვო შენნაირი ქალები, რომლებიც რეჟიმის მიუხედავად, დღესაც ხმას იმაღლებენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ საკითხებზე, შეგიძლია ამ ორტომეულით დაიწყო.
✍ „თანამედროვე ქართული პროზა — ქალების კალმით მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეების მიჯნაზე“— ეს ორტომეული წარმოადგენს უნიკალურ ლიტერატურულ კრებულს, რომელიც ასახავს ქართველ ქალ ავტორთა მრავალფეროვან, ძლიერ და ღრმა ხმას.
✍ კრებულში თავმოყრილია 30-ზე მეტი ქართველი ქალი მწერლის მოთხრობა, რომლებიც გამოირჩევიან მკაფიო ხელწერით, გულწრფელობითა და უნიკალურობით. ავტორები გვიყვებიან ისტორიებს, რომლებიც ხშირად უჩვეულო პირდაპირობითა და განსხვავებული პერსპექტივითაა გადმოცემული. მიუხედავად მრავალფეროვნებისა, ამ კრებულში შესულ ტექსტებს ერთი რამ აერთიანებს – ისინი ქართველი ქალების მიერ შექმნილი პროზის საუკეთესო ნიმუშებია.
ილუსტრაცია: @meisdea




