❔რა უნდა გააკეთო, როცა ჯერ კიდევ პატარა გოგო ხარ, 90-იანი წლების უშუქო, უპესპექტივო, შენი გადმოსახედიდან მომავლის არმქონე საქართველოში ცხოვრობ; როცა არ მოგწონს და ვერ ეგუები, რასაც გარემო, შენი სოციუმი თავს გახვევს? გამოსავალი ისევ შენშია – გაქცევის სურვილი, უკვე დამკვიდრებული ქალობის იდეალებისგან თავის დაღწევის მცდელობა შენი გადარჩენის ერთადერთი გზაა.
თინათინ ნოღაიდელის რომანის ქალ პერსონაჟებს მემკვიდრეობით ერგოთ ოჯახური წნეხისა და ქალობის იდეალებისგან თავის დასაღწევად სახლიდან წასვლა, როგორც გადარჩენის ერთადერთი გზა. ისინი ტრადიციული ოჯახის თანადგომასა და სისასტიკეს ერთდროულად განიცდიან, რაც, სამწუხაროდ, შეიძლება ჩვენთვის, როგორც მკითხველისთვის, ნაცნობი სიტუაცია აღმოჩნდეს.
მაგრამ სადაც არ უნდა წავიდეთ, რამდენად შორსაც არ უნდა გავფრინდეთ, ყოველთვის გვახსოვს სოფელი ან ჩვენი სახლი – „სოფელში ეზოა. ეზოში ლეღვის ხე. სახლის უკან მანდარინები. სახლში არიან ბებო, ჯულიეტა, ბაბუ და დადუ” – სხვა რა გჭირდება ბედნიერებისთვის?! არც არაფერი.
გაქცევა შეიძლება მარტივ გამოსავლად მოგეჩვენოთ, მაგრამ წიგნის კითხვისას დარწმუნდებით, რომ წასვლა ხშირად საკუთარი თავისა და სხვების გადარჩენისთვის, სწორ გზაზე დასაბრუნებლად, ერთადერთი და აუცილებელი გზაა.
️ სადებიუტო რომანის ავტორი თინათინ ნოღაიდელია, რომელიც მწერლობასთან ერთად, მომღერალი და პოდკასტერია. ის არაერთი ფემინისტური ბლოგის და ქართული ფემინისტური ჰიმნის “დაოს” ავტორია. წიგნის კითხვისას, ავტორთან ერთად, ბევრ სხვადასხვა დროსა და სივრცეში მოგზაურობა მოგიწევთ. ამიტომ, დროა დაიწყოთ ეს მოგზაურობა.
GrlzWave-სა და “სულაკაურის გამომცემლობის” ერთობლივი მუშაობით, ილუსტრატორმა თაკო სირაძემ კომიქსი შექმნა. წიგნის შეძენას სულაკაურის წიგნის მაღაზიებში და ვებგვერდზე შეძლებთ.




