“აგენტების შესახებ კანონთან” ერთად, საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, საქართველოს პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები დაჩქარებულად შეიტანა.

ცვლილებების თანახმად, ოფშორულ ზონებში რეგისტრირებულ კომპანიებს (საეჭვო წარმოშობის ფულს) გზა გაეხსნება ჩვენი ქვეყნისკენ.

ბიზნესმენები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილიც, რომლებიც ოფშორულ ზონებში ფლობენ კომპანიებს, აქტივებისა და ქონების საქართველოში გადმოტანის შემთხვევაში, გადასახებისგან გათავისუფლდებიან.

ამას ემსახურება საგადასახადო კანონის ცვლილება, რომელსაც, სხვა ბიზნესმენებთან ერთად, გამოიყენებს ბიძინა ივანიშვილიც. ეს ცვლილებები მათ საქართველოში არსებული, ისედაც ძალიან დაბალი, 1%-იანი ქონების გადასახადისგან დაიცავს.

“ქართული ოცნების” მიერ, ორი დღის წინ დაჩქარებით წარდგენილი კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.