სექსუალური ძალადობა ნებისმიერი სახის არასასურველი სექსუალური ქმედებაა. იგი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური (შეხება, გაუპატიურება) ასევე არა-ფიზიკური (ვერბალური).
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა ეროვნულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ყოველ მე-5 ქალს (20%) ერთხელ მაინც განუცდია სექსუალური შევიწროება ცხოვრების განმავლობაში.
❗️სექსუალური შევიწროება საქართველოს კანონმდებლობით დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ისჯება კანონით.
GrlzWave-ის მიზანია, ახალგაზრდა ქალებს და გოგოებს უფრო მეტი ასწავლოს და აუხსნას საკუთარი უფლებების შესახებ.
ცვალებადი ნიშნების მეცხრე სერიის ერთ-ერთი მთავარი თემა, სექსუალური შევიწროება იყო, რომლითაც ხმამაღლა და დაუფარავად საუბარი დავიწყეთ ამ მძიმე და უმნიშვნელოვანეს საკითხზე.
სწორედ ამიტომ, “ცვალებადი ნიშნები” ეხმიანება ამ თემას და განიხილავს იმ თემებს, რომლებიც მნიშვნელოვანი და აუცილებელია, სწორი ღირებულებების მატარებელი საზოგადოებისთვის.
გადასქროლე და გაიგე, რა სახის სექსუალური შევიწროებები არსებობს, როგორ ამოვიცნოთ ისინი და საფრთხის შემთხვევაში, ვის მივმართოთ დასახმარებლად.
თუ ხარ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, ან ფლობ ინფორმაციას აღნიშნული ფაქტის შესახებ, მიმართე პოლიციას.
პოლიცია: 112
არასრულწლოვნებისთვის: 111
ცხელი ხაზი: 116 006
#არგაჩუმდე #არდამალო





