ზაფხულის დადგომასთან და ტემპერატურის მატებასთან ერთად, ქუჩის ცხოველებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება წყალზე ხელმისაწვდომობა. რა თქმა უნდა, რომ ყველა ძაღლი თუ კატა ვერ პოულობს სასმელ წყალს ქუჩაში, შედეგად კი უხურდებათ ორგანიზმი, სცხელათ და აქვთ დეჰიდრატაციის პრობლემა.
ამიტომ, სადაც შეძლებთ, კორპუსების, მაღაზიების, ან თქვენი სამსახურის წინ, პატარა კონტეინერით დატოვეთ წყალი. ამით შეუმსუბუქებთ მათ სიცხისგან გამოწვეულ უენერგიობას.
და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ სიცხესთან გამკლავება მათთვის ჩრდილისთვის თავის შეფარებაა. ისინი ხშირად მანქანის შიდა მხარეს წვებიან. თუ მანქანაში ჩაჯდომამდე ამას ვერ შენიშნავთ, შეგიძლიათ დაასიგნალოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელოთ მოძრაობა.
ფოტობი: DALL·E 2 – OpenAI




