ბრიტანელმა ფოტოგრაფმა სოფი ჰარის-ტეილორმა გადაიღო ფოტოების სერია, რომელიც აღწერს, თუ როგორ გამოიყურება ადამიანების კანი ბუნებრივად, სხვადასხვა დერმატოლოგიური პრობლემის დროს.

მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად ვსაუბრობთ საკუთარი სხეულის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებაზე და ძირითადად ხაზს ვუსვამთ ჩვენს ფორმებსა და წონას, გვავიწყდება ყველაზე მნიშვნელოვანი — კანი, რომლის სტრუქტურასა და ფაქტურას სხვადასხვა ფილტრების საშუალებით, სამწუხაროდ, ხშირად ვიფარავთ.

“ეს თემა ჩემთვის განსაკუთრებულად ახლო და ნაცნობია, რადგან თინეიჯერობის პერიოდში უამრავი კანის პრობლემა მაწუხებდა, მათ შორის, ძლიერი ფორმის აკნე. ალბათ ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, რამდენად რთულია მენტალურად მკურნალობის პროცესი, რა ეტაპების გავლა გვიწევს ადამიანებს იმისთვის, რომ სახლიდან თავდაჯერებულები გავიდეთ. ჩემი ფოტოსერიის მიზანია ყველამ ერთად დავინახოთ, როგორია ბუნებრივი კანის ნამდვილი სტრუქტურა, მაკიაჟისა და ზედმეტი ეფექტების გარეშე.
თუ ამ თემაზე ღიად და საჯაროდ ვილაპარაკებთ, ბევრ ადამიანს მივცემთ შანს, დაიბრუნოს თავდაჯერება და იგრძნოს, რომ ამ გზაზე მარტო არ არის, ჩვენ გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ზუსტად ჩვენნაირად განიცდიან.
კანის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას იმედია სარეკლამო ინდუსტრიაშიც მალე შევხვდებით და ასევე იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ერთი, გარკვეული შემთხვევა. არამედ, გახდება როგორც ერთგვარი ინდუსტრიის წესი — როგორც ადამიანის სხეულები და ფორმები განსხვავდება ერთმანეთისგან, ასევე განსხვავდება კანიც, რომლის სტრუქტურა, შეფერილობა და პიგმენტი ხშირად არ არის დამოკიდებული ჩვენზე და ჩვენს სურვილებზე”. – სოფი ჰარის-ტეილორი