31 მარტი ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის დღეა ️‍⚧️

სამწუხაროდ, ტრანსგენდერ ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ატანა მათი გარეგნობისა და გენდერული გამოხატვის გამო; სახელმწიფო მათზე არ ზრუნავს, ჯანდაცვის სისტემა არ არის მორგებული მათ საჭიროებებზე. ყველა ამ პრობლემის მიღმა იმალებიან ადამიანები, რომლებიც ტრანზაციის (სქესის შეცვლის) პროცესში ურთულეს ემოციურ და ფიზიკურ ცვლილებებს განიცდიან, საზოგადოებამ კი ამის შესახებ ბევრი არაფერი იცის, რადგან ამ მტკივნეულ გზას ტრანსგენდერი ადამიანები უხმაუროდ, დამოუკიდებლად გადიან.

ამერიკელი ფოტოგრაფი და აქტივისტი Melody Melamed თავისი ფოტოსერიებით ცდილობს, აღბეჭდოს და საზოგადოებამდე მიიტანოს ტრანზაციის პროცესის დეტალები, სხეულის ცვლილებებიდან დაწყებული ყველა იმ ემოციური მდგომარეობით დამთავრებული, რასაც ისინი ამ პროცესში აწყდებიან. მის ობიექტივში ძირითადად ტრანს-მასკულინური ადამიანები ექცევიან, რადგან მათთვის ცვლილებებთან ადაპტაცია განსაკუთრებულად რთულია. ისევე, როგორც ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ადამიანის ორგანიზმი და აღნაგობა განსხვავებულია, შესაბამისად განსხვავდება გარდასახვის პროცესიც.

ყველა ტრანსგენდერი ადამიანის მიღმა იმალება ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ ელოდება შესაბამის დროს გასაჟღერებლად. თუ მათთვის კეთილგანწყობილ გარემოს შევქმნით ეს ისტორიები არასდროს დაიკარგება. ყველა იმსახურებს, ისმოდეს მათი ხმა.