დასავლეთის ქვეყნებში, უმეტესობა დადებითად აფასებს რუს ოპოზიციონერ ლიდერს ნავალნის და მის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმიც მოსწონთ, მაგრამ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: ის, რომ ალექსეი ნავალნი ანტიპუტინისტია და მის წინააღმდეგ იბრძვის, არ უარყოფს ალექსეის შოვინისტურ და იმპერიალისტურ შეხედულებებს.
რამდენიმე მაგალითი მისი მოსაზრებებიდან:
1️⃣ როდესაც 2008 წელს, რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, ნავალნიმ მხარი დაუჭირა რუსების შემოჭრას და თავის ბლოგში დაწერა, რომ ძალიან უნდოდა, საქართველოს გენერალური შტაბისთვის საკრუიზო რაკეტით დაერტყა. მან ქართველი ხალხი ლანძღვით მოიხსენია, “მღრღნელები” გვიწოდა და ხელისუფლებას, ქართველების რუსეთიდან დეპორტაციისკენ მოუწოდა.
2️⃣ თავის მომდევნო პოსტებში ნავალნიმ საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი ჰიტლერს შეადარა (სად მინახავს ეს რიტორიკა? რა თქმა უნდა, ისევ რუსეთში) და თქვა, რომ ამის მიუხედავად, ქართველები სხვებთან შედარებით არც ისე ცუდები იყვნენ, რადგან „ისინი ყველა ქრისტიანები არიან”.
3️⃣ მოგვიანებით, ნავალნი საქართველოში ჩატარებულ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაბრაზდა და არ მოეწონა კოსტა რიკის ელჩის განცხადება.
“როდესაც ჩვენ დავასრულებთ საქართველოს დაბომბვას, კოსტა რიკას უნდა მივხედოთ”, რაც ასევე გულისხმობდა ქვეყანაში შეჭრას.
შეიძლება თქვათ, რომ ეს დიდი ხნის წინ იყო, თუმცა 2017 წელს, ქსენია სობჩაკთან მიცემულ ინტერვიუში მან არ უარყო საქართველოს შესახებ ნათქვამი არც ერთი მოსაზრება. 2021 წელს კი, ნავალნის ვებგვერდზე რუსეთის მიერ კონტროლირებადი საქართველოს ტერიტორიები ცალკე სახელმწიფოდ იყო მონიშნული.
4️⃣ ახლა უკრაინის შესახებ ვისაუბროთ. ნავალნის ვებგბერდზე ყირიმი მონიშნულია, როგორც რუსეთი. უკრაინელები ითხოვდნენ რუქის შეცვლას, თუმცა ნავალნის გუნდმა უარი განაცხადა. ვებგვერდზე განთავსებული უახლესი რუქებიდან, რომელიც 2022 წლის დეკემბრით თარიღდება, ყირიმი კვლავ რუსეთის ტერიტორიადაა მითითებული.
5️⃣ რა არის ნავალნის პირადი პოზიცია ყირიმთან დაკავშირებით? 2014 წელს მან განაცხადა, რომ “ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დარჩება და არასოდეს იქნება უკრაინის ნაწილი”.
6️⃣ იმავე ინტერვიუში, ნავალნიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ყირიმი დარღვევებით დაიკავა, თუმცა კითხვაზე, დააბრუნებდა თუ არა მას, უპასუხა: “ეს სენდვიჩია მისი უკან დაბრუნება რომ მოვითხოვოთ?” მოგვიანებით მან აღიარა, რომ ინტერვიუში მისი გაჟღერებული ფრაზები ნამდვილად არ იყო სწორი, მაგრამ არასდროს დაეთანხმება ყირიმის უკრაინაში დაბრუნების იდეას.
წლების განმავლობაში, ნავალნის მიერ გაკეთებული განცხადებები დიდად არ განსხვავდება უკრაინის შესახებ კრემლის რიტორიკისგან. ისევე როგორც რუსეთის ხელისუფლება, ნავალნიც მიიჩნევს, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ერია, მაგრამ ბუნებრივად მიაჩნია ფაქტი, რომ რუსეთი დომინანტია და ასეც უნდა ყოფილიყო.




