“სამყაროზე შურს სიყვარულით ვიძიებ”. – სერგო ფარაჯანოვი.
დღეს გამორჩეული კინორეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის დაბადების დღეა #Femwiki
სერგო ფარაჯანოვი 1924 წელს, თბილისში დაიბადა. ხელოვნება ბავშვობიდან აინტერესებდა, სწავლობდა ბალეტს, ვიოლინოზე დაკვრას, სიმღერას და საბოლოოდ მაინც კინოში დარჩა.
1945 წელს მოსკოვში გაემგზავრა და ერთ-ერთ წარმატებულ კინო-სკოლაში, სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
თუმცა, მალევე, 1947 წელს ის კგბ-ს ოფიცერთან, ჰომოსექსუალური აქტების ბრალდებით დააკავეს და 4 წლით ციმბირში გადაასახლეს. ცხოვრების განმავლობაში, ის არაერთხელ გამხდარა საბჭოთა წყობის ტყვე.
საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული ჟანრი, სოციალური რეალიზმი, მისთვის საინტერესო და საკმარისი არასდროს ყოფილა, ამიტომ საკუთარი ფილმებისთვის განსხვავებული ხედვა და ენა შექმნა. მსოფლიოში მან სახელი გაითქვა, როგორც პოეტური რეჟისორი.
1965 წელს, მან თავისი კინომატოფრაფიული შედევრი “დავიწყებული წინაპრების ჩრდილები” გადაიღო, რომლითაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, თუმცა უკრაინული ნაციონალიზმისა და დისიდენტის მხარდაჭერისთვის საბჭოთა ხელისუფლებამ სავ სიაში შეიყვანა.
საით ნოვას შესახებ გადაღებულმა ფილმა, ჩვენთვის ცნობილი, როგორც “ბროწეულის ფერი”, ასევე დაიმსახურა საერთაშორისო აღიარება, თუმცა საბჭოთა ცენზორების გამო, იმდროინდელმა მაყურებელმა ფილმი შეცვლილი ფორმით იხილა.
უკომპრომისო და შეუპოვარი – ასე მოიხსენიებენ დღეს სერგო ფარაჯანოვს, ადამიანს, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლების სასტიკმა ხელმა ვერაფერი დააკლო, ის ბოლომდე დარჩა თავისუფალ ადამიანად და შესაბამისად, რეჟიმის მტრად. ის 1990 წელს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.




