#FemFact
რამდენიმე დღის წინ, თალიბანმა ავღანელ ქალებს კიდევ ერთი შეზღუდვა დაუწესა – ტელეწამყვან, ჟურნალისტ ქალებს სახის გამოჩენა აეკრძალათ. ეს შეზღუდვა მაისში დაწესებული ახალი კანონის გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც, ქალებისთვის საჯარო სივრცეში სახის დაფარვა სავალდებულო გახდა. კანონის დარღვევის შემთხვევაში, მათ კაც ნათესავებს და მეურვეებს დაჯარიმება ან გარკვეული დროით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ტელეწამყვანი ქალების ნაწილმა პროტესტი ღიად გამოხატა, თუმცა უშედეგოდ. ერთ-ერთ პოპულარულ ავღანურ არხზე ქალები კანონს დაემორჩილნენ, თუმცა მხარდაჭერისა და პროტესტის გამოსახატავად არხის ტელეწამყვანი კაცები პირდაპირ ეთერში პირბადეებით გამოჩნდნენ.

ამ ინიციატივას, #FreeHerFace, სხვა არხების ტელეწამყვანი კაცებიც შეუერთდნენ.

თალიბანის მიერ მიღებული ბოლოდროინდელი კანონების მიხედვით, ავღანელი ქალების უფლებები ყოველდღიურად მცირდება და ირღვევა. ყველა სხვა შეზღუდვასთან ერთად, ავღანელ ქალებს მხოლოდ კონკრეტულ დღეებში აქვთ საჯარო სკვერების მონახულების უფლება, ხოლო გრძელ გზაზე მეურვე კაცის გარეშე გადაადგილება ეკრძალებათ.