#FemFacts – არაბთა გაერთიანებულ საემიროებს პირველი ქალი ასტრონავტი ჰყავს. ‍

შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა, დუბაის მმართველმა, რომელიც ასევე ასრულებს ქვეყნის პრემიერ მინისტრისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას, კოსმოსური პროგრამისათვის ორი ასტრონავტი დაასახელა.

შეიხის დადგენილების თანახმად, ნურა ალ-მატრუში დასახელდა , როგორც არაბთა გაერთიანებული საემიროების პირველი ქალი ასტრონავტი.