#FemFacts

‍♀️ 2019 წლის 1 იანვარს, ინდოეთში 5 მილიონი ქალი გაერთიანდა გენდერული უთანასწორობის გასაპროტესტებლად.
640 კილომეტრი სიგრძის ცოცხალი ჯაჭვით ქალებმა გამოხატეს პროტესტი. მათ მოუწოდეს საზოგადოებას, რომ დროა დასრულდეს ძალადობა იმ ქალებზე, რომლებიც საბარიმალას ტაძარში სალოცავად დადიან.

2018 წლის სექტემბერში, ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ, სიმწიფის ასაკში მყოფი ქალების რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის აკრძალვა უკანონოდ სცნო, თუმცა, ამის მიუხედავად კაცების მხრიდან მაინც გრძლდებოდა ლოცვის მსურველი ქალების ფიზიკური შეურაცხყოფა.

კერალას შტატში მოწყობილი ქალების კედელი მსოფლიოში მეოთხე ყველაზე გრძელი ადამიანების ჯაჭვია მსოფლიოში და პირველი, მხოლოდ ქალების მონაწილეობით.