#FemWiki

ჯენეტ სობელი უკრაინელი წარმოშობის აბსტრაქტული მხატვარია, რომელიც ისტორიამ გააქრო. ის ერთადერთი მხატვარია, რომელიც ჯექსონ პოლოკამდე წლებით ადრე წვეთოვანი დასხმის ტექნიკით შესრულებულ ნახატებს ქმნიდა.

ფოტოგრაფ ბენ შნალის 1949 წელს გადაღებული ეს სურათი მუშაობის პროცესს ასახავს. შნალმა ფოტო ჟურნალ Life-ის სტატიაში გამოსაქვეყნებლად გადაიღო, თუმცა ეს სტატია არასოდეს გამოქვეყნებულა.

პოლოკისგან განსხვავებით, დღეს სობელის სახელი და ნამუშევრები დიდწილად უცნობია საზოგადოებისთვის. მაგრამ, როგორც ჩანს, ის ნელ-ნელა უბრუნდება ამერიკული თანამედროვე ხელოვნების ნარატივს. ახლახან ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა უკრაინელი წარმოშობის მხატვრების ნახატების სერია წარმოადგინა, მათ შორის გამოიფინა სობელის ნამუშევრებიც, რომლის 1945 წლის წვეთოვანი დასხმის ტექნიკით შესრულებული ტილო „ირმის ნახტომი” ლუიზ ნეველსონის, კაზიმირ მალევიჩის და სონია დელონეს ნამუშევრებთან ერთად გამოჩნდა.