#FemWiki – ვანგარი მაატაი

მაშინ, როცა კენიაში ადამიანები შიშისგან დუმდნენ, კორუფცია ყვაოდა, ხელისუფლების მხრიდან ხალხის ტერორი კი ყოველდღიურ სახეს ატარებდა, ვანგარი მაატაი აქტიურად იბრძოდა დემოკრატიის განვითარებისთვის. მაატაი მოძრაობა “მწვანე სარტყლის” დამაარსებელი, უფლებადამცველი და კენიის პარლამენტის წევრი იყო.

⭐️ მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, ფიზიკური ძალადობისა და უსაფუძვლო ბრალდებებით პატიმრობისა, იგი გახდა პირველი აფრიკელი ქალი, რომელსაც ნობელის პრემია გადაეცა მშვიდობის განმტკიცების დარგში.

სწორედ მისი დამსახურებითა და დიდი შრომით მოხერხდა აფრიკის კონტინენტზე 30 მილიონზე მეტი ხის დარგვა, დემოკრატიის განმტკიცება და კენიაში ადამიანების ყოველდღიურობის უკეთესობისკენ შეცვლა.