#FemWiki

ოდრი ტანგი – კომპიუტერული პროგრამისტი და ტაივანის ციფრული მინისტრი, რომელიც ინტერნეტს ახალი კორონა ვირუსით გამოწვეულ კრიტიკულ სიტუაციაში მოქალაქეების კოოპერაციის გასაუმჯობესებლად იყენებს.

პანიკის თავიდან ასარიდებლად ტანგი საზოგადოებას საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქალაქის მასშტაბით გაგზავნილი გაფრთხილებები იმ სარისკო ლოკაციების შესახებ, რომლებსაც გემ “ბრილიანტის პრინცესას” დაინფიცირებული მგზავრები ეწვივნენ.

პირბადეების ხელმისაწვდომობის მიზნით ტანგმა შეიმუშავა მონიტორინგისა და ნორმირების პლატფორმა. პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია გარკვევა იმისა, რამდენი პირბადის ყიდვაა შესაძლებელი ახლომდებარე აფთიაქებში.

ამასთან ერთად, ტანგმა შექმნა საკომუნიკაციო სივრცე აპლიკაცია “LINE”-ში, რომელიც პასუხობს კითხვებს იმის შესახებ, სად და როგორ შეიძინონ მოქალაქეებმა პირბადეები.

აღსანიშნავია ოდრი ტანგის მაღალი IQ – 180. ისიც, რომ იგი საკუთარ თავს კონსერვატ ანარქისტად ახასიათებს. ხოლო რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოდრი ტანგი არის ერთადერთი ტრანსგენდერი ქალი მინისტრი მსოფლიოში.