ლუდმილა პავლიჩენკო – მეტსახელად “ქალი სიკვდილი”, რომელიც ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ქალ სნაიპერად ითვლება. #FemWiki
♀️ პავლიჩენკო 24 წლის იყო, კიევის უნივერსიტეტის ისტორიის კურსის სტუდენტი, როცა ნაცისტური გერმანია საბჭოთა კავშირში შეიჭრა. ლუდმილამ მალევე გადაწყვიტა საბჭოთა არმიაში წასვლა და წარმატებასაც მიაღწია. იგი 2 000 საუკეთესო სნაიპერს შორის აარჩიეს და ფრონტის წინა ხაზებზე გაგზავნეს საომრად.
პავლიჩენკოს მიეწერება 309 გერმანელი ჯარისკაცის სიკვდილი. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობისას მან თქვა: “ჯენტლმენებო, მე 25 წლის ვარ და ამ დროისთვის 309 ფაშისტი დამპყრობელი მყავს მოკლული. არ ფიქრობთ, რომ ჩემს ზურგს უკან დიდი ხნის განმავლობაში იმალებოდით?”
სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ლუდმილამ განათლების მიღება განაგრძო და ისტორიკოსი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ომის მეხსიერებამ ქალზე წარუშლელად მძიმე კვალი დატოვა. ფრონტის მოგონებებს ლუდმილა ალკოჰოლით ებრძოდა. იგი სიცოცხლის ბოლომდე იტანჯებოდა პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობით(PTSD). საბოლოოდ, ლუდმილა ერთ-ერთი შეტევისას, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პროექტის მხარდამჭერია ფონდი ღია საზოგადოება.
This is Lyudmila Pavlichenko (aka “Lady Death”), a Soviet sniper with 309 confirmed kills from 1941 to 1942. She is considered the top five military snipers of all time and the most successful female sniper in history.
♀️ In June 1941, Pavlichenko was a 24-year-old college student studying history at Kiev University when Germany invaded the Soviet Union. She joined the infantry, where she became one of 2,000 female snipers and was shipped to the front lines.
In Chicago, she was quoted as saying, “Gentlemen, I am 25 years old and I have killed 309 fascist invaders by now. Don’t you think, gentlemen, that you have been hiding behind my back for too long?”
After the war, Pavlichenko finished her education and became a historian. The war continued to haunt her and she suffered from PTSD and alcoholism. She died from a stroke at the age of 58 in 1974.
The project is supported by the ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation

