
GCRT GrlzWave-თან ერთად, აცხადებს ღია კონკურსს “ვიზუალური თხრობა ცვლილებებისთვის” და მონაწილეობის მისაღებად იწვევს ქალ ფოტოგრაფებს, კინორეჟისორებსა და ვიზუალური თხრობით (ფოტოგრაფია და ვიდეო) დაინტერესებულ პირებს.
ღია კონკურსი ცხადდება შემდეგ ორ კატეგორიაში:
ქალთა საკითხებზე ფოტო პროექტის შექმნა;
ქალთა საკითხებზე მოკლე ვიდეოს შექმნა.
თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელსაც შეარჩევს მოწვეული ჟიური. ფოტო პროექტის განსახორციელებლად გამარჯვებული მიიღებს სტიპენდიას 1000 ევროს ოდენობით, მოკლე ვიდეოს შესაქმნელად კი 1500 ევროს.
⏱️ პროექტის განსახორციელებლად განსაზღვრულია ოთხი კვირა.
კონკურსის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება და რისკის ქვეშ მყოფი ქალებისა და გოგონების ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილების ხელშეწყობა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სრულწლოვანმა პირებმა გამოაგზავნეთ შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
• პროექტის ფარგლებში შესაქმნელი ნამუშევრების კონცეფცია (მაქსიმუმ 300 სიტყვა);
• ნამუშევრების პორტფოლიო PDF ფორმატში (მაქსიმუმ 5MB);
• რეზიუმე (CV).
დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: info@gcrt.ge
იმეილის სათაურში მიუთითეთ შემდეგი ინფორმაცია: სახელი გვარი – ღია კონკურსი – ფოტო პროექტი ან ვიდეო პროექტი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 31 მარტი.
გისურვებთ წარმატებებს
