
GrlzWave-ის სახელით გვინდა გამოვეხმაუროთ “ფორმულას” გადაცემაში “ქალები” გაჟღერებულ მოსაზრებას, რომ თითქოს ლაქტაციის პერიოდში მშობელს ბოდიში აქვს მოსახდელი, თუ ბავშვს საჯარო სივრცეში კვებავს და რომ ადამიანებმა ეს უნდა გააკეთონ განცალკევებულ ადგილას.
მსგავსი ტიპის განცხადებები ხელს უწყობს ძუძუთი კვების ირგვლივ არსებული სტიგმების გამყარებას და ამ პროცესის სექსუალიზებას.
ძუძუთი კვება არის ნორმალური, ბუნებრივი მოვლენა და ამაში სასირცხვილო ან მოსარიდებელი არაფერია. საზოგადოებაში, სადაც ქალის მკერდი სექსუალიზებულია და ზოგადად ქალები ობიექტივიზაციის მსხვერპლნი არიან, ხშირად ვაწყდებით მსგავს მოსაზრებას, რომ აღნიშნული ქმედება “სამარცხვინო” ან “უზნეო” მოვლენაა, რაც ცალსახად არასწორი დამოკიდებულებაა. ბავშვს როცა შია უნდა აჭამოთ, თუ ამის საშუალება გაქვთ. და მნიშვნელობა არ აქვს სად ხართ, ან ვინაა თქვენ ირგვლივ.
ძუძუთი კვებას არანაირი საერთო არ აქვს სექსუალურ ქმედებასთან.
Formula • ფორმულა
