
GrlzWave-ის ფემინისტური წიგნის კლუბი არის სივრცე, რომელიც აერთიანებს ფემინისტური და ქვიარ ლიტერატურის მოყვარულებს, რომლებსაც სურთ ერთად განიხილონ წიგნები, გაიღრმავონ ცოდნა და შექმნან სოლიდარული და კრიტიკული დიალოგის სივრცე.
კლუბი მიზნად ისახავს არა მხოლოდ წიგნის განხილვას, არამედ ავტორებთან, აქტივისტებთან და სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან შეხვედრის შესაძლებლობასაც.
️ შეხვედრების სიხშირე: თვეში მინიმუმ ერთი, საშუალოდ ორი შეხვედრა.
️ წიგნის შერჩევა: თითოეული ციკლის დასაწყისში შერჩეული იქნება ფემინისტური ან ქვიარ
ლიტერატურა და პოეზია, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.
️ ავტორებთან შეხვედრები: შესაძლებლობის შემთხვევაში, ჰაბში მოვიწვევთ წიგნის ავტორ(ებ)ს, რომლებიც ისაუბრებენ საკუთარ წიგნზე, იდეასა და წერის პროცესზე.
️ განხილვა: ავტორთან შეხვედრის შემდეგ, შემდეგი შეხვედრა დაეთმობა წიგნის შინაარსის კრიტიკულ ანალიზსა და დისკუსიას.
️ ადგილმდებარეობა: შეხვედრები მოეწყობა GrlzWave-ისა და ორგანიზაციის “ქვეყნის სამსახურში” საერთო აქტივისტურ ჰაბში, სადაც თვეებია უკვე იმართება შემეცნებითი, საზიარო და თემატური შეხვედრები.
თუ გაქვს სურვილი, GrlzWave-ის წიგნის კლუბს შემოუერთდე, მაშინ შეავსე ეს პატარა ფორმა: https://forms.gle/2JuCgnsdGjANez7R8
