
GrlzWave-ის წიგნის კლუბის კიდევ ერთი შეხვედრა
19 ივნისს, 19:00 საათიდან გელოდებით ჩვენი წიგნის კლუბის წევრებს. შეხვედრა ორ ნაწილად ჩატარდება. პირველ ნაწილში, “შაშვი შაშვი მაყვალი”-ს ავტორი, თამთა მელაშვილი ისაუბრებს; მეორე ნაწილი კი სრულად დისკუსიას და წაკითხული წიგნის შესახებ აზრების გაზიარებას დაეთმობა.
თუ ჩვენი წიგნის კლუბის წევრი არ ხარ, მაგრამ გინდა, რომ შეხვედრას დაესწრო, მოგვწერე
მისამართი: ბესიკის მოედანი 5, რესტორან “მადრეს” შემოსასვლელი.
