GrlzWave-ის წიგნის კლუბის პირველი შეხვედრა.

ჩვენი პირველი წიგნი, თინათინ ნოღაიდელის სადებიუტო რომანი, “ულვაშები” იქნება. თინათინ ნოღაიდელი მწერლობასთან ერთად, მომღერალი და პოდკასტერია. ის არაერთი ფემინისტური ბლოგის და ქართული ფემინისტური ჰიმნის “დაოს” ავტორია. მწერალი ჩვენს შეხვედრას ონლაინ დაესწრება და მოგვიყვება, როგორ იქმნებოდა რომანი, რისი გადმოცემა და მოყოლა სურდა ჩვენთვის, მკითხველისთვის.

️ შეხვედრას დაესწრება წიგნის გამომცემელი – ნუკა ღამბაშიძე.

GrlzWave-ის წიგნის კლუბში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობამ გადააჭარბა იმ მასშტაბს, რა რაოდენობაც შეგვიძლია მოვათავსოთ ჩვენს სივრცეში, ამიტომ ყველას, ვინც თქვენს პირად მეილზე მიიღებთ ინფორმაციას ჩვენი მხრიდან დადასტურებისა და დასწრების დეტალებზე, გელოდებით.

შევხვდებით 4 აპრილს, 20:00 საათზე, GrlzWave-ის სივრცეში.

თინათინ ნოღაიდელი – “ულვაშები”, “სულაკაურის გამომცემლობა”.