GrlzWave-ის წიგნის კლუბის შეხვედრა

წაგიკითხავს მაგდა კალანდაძის რომანი „მეორე ითახი”? ორივე პასუხის შემთხვევაში, ვფიქრობთ, ამ შეხვედრას აუცილებლად უნდა დაესწრო.

მაგდა კალანდაძის რომანი ღიად ეხება ქვიარ საკითხებს, ასეთი რომანის არსებობა კი ქართული ლიტერატურისთვის ძალიან უცხოა. მთავარი პერსონაჟი ქვიარ გოგოა, ელენე, რომელიც თბილისში, დიდ სახლში ცხოვრობს. მისი ყოველდღიურობა რადიკალურად იცვლება, როცა მის ბინაში ერთ ოთახს უცხო გოგო, ლენა იკავებს. სწორედ ელენესა და მასთან ახალგადმობარგებული ლენას ურთიერთობაა წიგნის მთავარი ხაზი.

დეპრესია, გასაიდუმლოებული სექსუალური ორიენტაცია და პირადი ისტორიები – ამ ყველაფერს მთავარი გმირი ეტაპობრივად, თავისი წარსულიდან გვიყვება და ყოველ ჯერზე თავდაყირა აყენებს წარმოდგენებს, რომლებიც მკითხველმა უკვე გამხელილ ინფორმაციებზე დაყრდნობით შეიქმნა.

მაგდა კალანდაძე, თავისი განსაკუთრებული წერის მანერით ახერხებს არა ქალის ან რიგითი ქვიარ ადამიანის, არამედ ელენეს ამბის მოყოლას, მხოლოდ მას აძლევს უფლებას გველაპარაკოს საკუთარ ცხოვრებაზე.

GrlzWave-ის წიგნის კლუბის შეხვედრას დაესწრება ავტორი – მაგდა კალანდაძე, რომელიც მოგვიყვება, რა გზა გაიარა მან, როგორც ავტორმა, სანამ მკითხველამდე მოვიდოდა და მისი პერპექტივით დანახული წიგნის რეალობა.

გელოდებით 10 ივლისს, 19:00 საათზე, GrlzWave-ის ჰაბში. თუ ჯერ კიდევ არ ხარ წიგნის კლუბის წევრი, გაწევრიანებისთვის შეგიძლია შეავსო სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/NKJ3dRJMh2ruZpRL8

მისამართი: ბესიკის მოედანი 5, რესტორან “მადრეს” შემოსასვლელი.