მარტი ქალების თვეა და გვინდა, ის ქალები გავიხსენოთ, ვინც თავისი სიტყვითა და საქმით იბრძოდა უფლებების, თანასწორობისა და გაძლიერებისთვის. მათ შორისაა ბაბილინა ხოსიტაშვილი.

ფემინისტი, მწერალი და პოეტი ბაბილინა ხოსიტაშვილი, მე-20 საუკუნეში, თბილისში, საბებიო ინსტიტუტს უძღვებოდა, პარალელურად კი სწავლითა და შვილების აღზრდით იყო დაკავებული. ის თავის ესეებსა და პირად ჩანაწერებში ქალთა გაძლიერებაზე, მათ სქესობრივ და რეპროდუქციულ უფლებებზე საუბრობდა.

“ჩემი ღრმა რწმენით დედობრივ ფუნქციების (ორსულობა 9 თვე და ძუძუთი კვება 9 თვე) ღვთაებრიობამდე ამაღლებულ დანიშნულების შესრულება კაცობრიობამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღიაროს იმოდენა ღვაწლად, დამსახურებად, რომ სახელმწიფო გახდეს მოვალე ბავშვზე მზრუნველობის აპარატი ჰქონდეს მოწყობილი, რათა ქალს, ამ პერიოდის შემდეგ, თუნდაც ამ პერიოდის პროცესშივე, დრო მიეცეს ფიზიკურ ფუნქციების თანაბრად ფსიქოლოგიურიც აამუშაოს, რომ არ მოდუნდეს, არ დაჩლუნგდეს ფსიქოლოგიურად, როგორც აქამდე ხდებოდა” – წერდა ის.

ბაბილინა ხოსიტაშვილის მოღვაწეობიდან საუკუნე-ნახევრის შემდეგაც, ქალებსა და გოგოებს თანასწორობისთვის ბრძოლა უწევთ, რათა საოჯახო საქმეებსა და შვილებზე ზრუნვის პარალელურად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად მონაწილეობაც შეძლონ.

უფლებები
თანასწორობა
გაძლიერება
ყველა ქალს და გოგოს!

________

მარტი ქალების თვეა და გვინდა, ის ქალები გავიხსენოთ, ვინც თავისი სიტყვითა და საქმით იბრძოდა უფლებების, თანასწორობისა და გაძლიერებისთვის, მათ შორისაა ბაბილინა ხოსიტაშვილი.

ფემინისტი, მწერალი და პოეტი ბაბილინა ხოსიტაშვილი, მე-20 საუკუნეში, თბილისში, საბებიო ინსტიტუტს უძღვებოდა, პარალელურად კი სწავლითა და შვილების აღზრდით იყო დაკავებული. ის თავის ესეებსა და პირად ჩანაწერებში ქალთა გაძლიერებაზე, მათ სქესობრივ და რეპროდუქციულ უფლებებზე საუბრობდა.

“ჩემი ღრმა რწმენით, კაცობრიობამ უნდა აღიაროს დედობრივი ფუნქციების (9 თვე ორსულობა და 9 თვე ძუძუთი კვება) ღვთაებრიობამდე ამაღლებულ დანიშნულების შესრულება იმოდენა ღვაწლად, რომ სახელმწიფო გახდეს მოვალე ბავშვზე მზრუნველობის საკითხის მოწყობის, რათა დედას – მშობიარობის პროცესში და შემდეგ – ჰქონდეს შესაძლებლობა აღიდგინოს თავისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ფუნქციონირება თანაბრად, რომ არ მოიკლოს, არ დაჩლუნგდეს ფსიქოლოგიურად, როგორც აქამდე ხდებოდა” – წერდა ის.

ბაბილინა ხოსიტაშვილის მოღვაწეობიდან საუკუნე-ნახევრის შემდეგაც, ქალებსა და გოგოებს კვლავ უწევთ ბრძოლა თანასწორობისთვის, რათა საოჯახო საქმეებსა და შვილებზე ზრუნვის პარალელურად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად მონაწილეობაც შეძლონ.

Rights
Equality
Empowerment
ყველა ქალს და გოგოს!