GRLZWAVE: ერთმანეთის მხარდამხარ

2019 წელს დაარსებული GrlzWave ქვიარ-ფემინისტური ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში, თბილისში, საქმიანობს. როგორც ქალებისა და ახალგაზრდების მიერ მართული ორგანიზაცია, ჩვენი მისია სცდება ტრადიციული აქტივიზმის საზღვრებს. ჩვენ ვაძლიერებთ ქალებისა და მარგინალიზებული ჯგუფების ხმებს და ვისწრაფვით ისეთი საზოგადოების შექმნისკენ, სადაც ისმის თითოეული ადამიანის ხმა და ყველას შეუძლია დისკრიმინაციისა და ძალადობისგან თავისუფალ გარემოში სრულფასოვნად ცხოვრება და განვითარება.

ჩვენი მისია და ხედვა

GrlzWave-ის მთავარი მიზანია გენდერული უთანასწორობის, დისკრიმინაციის, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით არსებული უთანასწორობისა და გენდერული ძალადობის შედეგად შექმნილი ბარიერების აღმოფხვრა. გვჯერა, რომ ღია დისკუსიებს შეუძლია, შეცვალოს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმები და სტერეოტიპები. დიალოგისა და მხარდაჭერისთვის უსაფრთხო სივრცეების შექმნით ჩვენი თემის წევრებს ვაძლევთ საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ გაერთიანების შესაძლებლობას.

ჩვენს საქმიანობაში განათლებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მრავალფეროვანი მულტიმედიური კონტენტის, მათ შორის ვიდეო-სერიების, ფოტო-რეპორტაჟებისა და პირდაპირი ეთერების საშუალებით ვებრძვით მცდარ წარმოდგენებს და ხელს ვუწყობთ პოზიტიურ ცვლილებებს. სოციალური მედიის პლატფორმები ჩვენი მთავარი საკომუნიკაციო არხებია, რომელთა მეშვეობითაც აქტიურად ვუკავშირდებით აუდიტორიას მთელი საქართველოს მასშტაბით.

გავლენა

გრლზვეივი მხოლოდ ორგანიზაცია არ არის - ეს მოძრაობაა. ჩვენი ინიციატივები მოიცავს ფემინისტური საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის სექსუალურ შევიწროებას, გენდერული ნიშნით, ასევე ოჯახში ძალადობას, LGBTQI+ თემის საკითხებს, მენტალურ ჯანმრთელობას, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ზოგადად ადამიანთა უფლებებს. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება ინტერსექციურ ფემინიზმს და აერთიანებს სოციალურ სამართლიანობასთან, გარემოს დაცვასთან, დემოკრატიასთან, დეზინფორმაციასა და ონლაინ სიძულვილთან ბრძოლის საკითხებს. ამ მრავალმხრივი აქტივიზმის ფარგლებში ვაწყობთ გამოფენებს, არტივისტულ ღონისძიებებს, „ღია მიკროფონის“ საღამოებს, ფილმების ჩვენებებსა და თემატურ ბანაკებს. ამასთანავე, ვაწარმოებთ ფართომასშტაბიან ციფრულ კამპანიებს.

ციფრულ აქტივიზმში ჩვენს წარმატებაზე სოციალური მედიის ასიათასობით გამომწერიც და ყოველთვიურად მილიონზე მეტი ნახვა-გამოხმაურებაც მეტყველებს. ეს პლატფორმები გვაძლევს შესაძლებლობას, საქართველოს მაშტაბით და მის გარეთ ადამიანებს მივაწვდინოთ ჩვენი ხმა და რთულ სოციალურ საკითხებზე წარვმართოთ მნიშვნელოვანი დისკუსიები. გრლზვეივის გუნდი ინოვაციური თხრობისა და კონტენტის საშუალებით კომპლექსურ თემებს წარმოვადგენთ აუდიტორიისათვის გასაგები და ხელმისაწვდომი ფორმით.

მხარდაჭერა და თემი

GrlzWave-ის ძირითად თემს 14-დან 35 წლამდე ადამიანები შეადგენენ, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებსა და ხედვას. ეს აქტიური და მრავალფეროვანი ჯგუფი ჩვენი ინიციატივების მთავარი მხარდამჭერი ძალაა, რომელსაც აერთიანებს პოზიტიური ცვლილებების იდეა.

ჩვენს პროექტებს მხარს უჭერენ ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუტები და დონორი ორგანიზაციები, როგორებიცაა ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში, RFSU, RFSL, Filia, ქალთა ფონდი საქართველოში, FRIDA Fund, ActionAid Denmark, New Democracy Fund, IWPR, Urgent Action Fund, UNFPA, UNDP, USAID, ღია საზოგადოების ფონდი საქართველო და სხვა. მათი მხარდაჭერა საშუალებას გვაძლევს, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოვახდინოთ სხვადასხვა მიმართულებით, ვაწარმოოთ ადვოკატირებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიები და დისკრიმინაციისა და ძალადობის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს შევთავაზოთ მხარდაჭერა, უსაფრთხო სივრცე და საჭირო რესურსები.

მომავალი ჩვენია

გვსურს, შევქმნათ სამყარო, სადაც ახალგაზრდებს, განსაკუთრებით კი გოგოებს, თავისუფლად შეუძლიათ საკუთარი თავის გამოხატვა, მიზნების მიღწევა და საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების შეტანა. ქვიარ-ფემინისტური ხედვების მხარდაჭერითა და გავრცელებით ვისწრაფვით ჩაგვრისგან თავისუფალი მომავლისკენ - მომავლისკენ, სადაც თითოეულ ადამიანს განვითარებისა და საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების საშუალება ექნება.

დაუკავშირდით GRLZWAVE-ს

ტიკტოკი
ინსტაგრამი
იუთუბი

მიჰყევით GRLZWAVE-ს სოციალურ მედიაში ყოველდღიური ექსკლუზივებისთვის, რომლებიც პირდაპირ თქვენს სიახლეების ნაკადში მოდის, ასევე ბევრი დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის კულისების სურათები, სპეციალური მახასიათებლები და სხვა. 

შეავსეთ ეს ველი
გთხოვთ შეიტანოთ სწორი ელფოსტის მისამართი.
შეავსეთ ეს ველი