
ეგო დალასი, მხატვარი, კრეატორი, ყოფილი ქვიარ აქტივისტი.
“მას შემდეგ, რაც ჩემი თავი მახსოვს, საქართველოდან წასვლაზე სულ ვფიქრობდი. მიუხედავად იმისა, რომ აქ მქონდა ადამიანებთან ურთიერთობა, ვიკრიბებოდით ხშირად, მათ შორის ქვიარ თემთან, მათი არასდროს მესმოდა. თითქოს მე და ადამიანები სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობდით. ვმუშაობდი, ჩემი საქმე მქონდა, სოციალურად აქტიურად ვცხოვრობდი, მაგრამ საზოგადოების არცერთ ჯგუფთან, თუ წევრთან თავს კომფორტულად არ ვგრძნობდი.
მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გავხდი, ფინანსურად დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ საზღვარგარეთ ცხოვრებისთვის გარკვეული თანხა მომეგროვებინა. სწორედ აქ წავაწყდი პირველად სირთულეს. თუ გავითვალისწინებთ გარემოებას, რომ საქართველოში ქვიარ თემის წარმომადგენლებს დაბალი ხელფასები აქვთ და ასევე იმ ფაქტს, რომ ოჯახთან ერთად აღარ ვცხოვრობდი, ანუ დამოუკიდებლად მიწევდა არსებობა, წასასვლელად გარკვეული თანხის შეგროვება არ აღმოჩნდა მარტივი. როცა უკვე მივხვდი, რომ მზად ვიყავი ახალი ცხოვრება სხვა ქვეყანაში დამეწყო, ასეც მოვიქეცი და ზუსტად ოთხი წლის წინ, ბელგიაში გადმოვედი საცხოვრებლად.
ჩამოვედი ბელგიაში და ისევე როგორც ყველა, მეც ვითხოვდი ამ ქვეყანაში თავშესაფარს.
ქუჩაში ცხოვრება კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა, რადგან პანდემიის პირველი ტალღის დროს, ისევე როგორც ყველგან, ბრიუსელშიც თითქმის ყველაფერი დაკეტილი იყო, პოლიციაც კი არ აჩერებდა, როცა რამის კითხვა მჭირდებოდა და არც მე ვიცოდი მაშინ, სად ან როგორ მეპოვა გამოსავალი.
ერთ დღეს, შემთხვევით, ქვიარ ადამიანმა დამინახა ფანჯრიდან, იმ ქუჩაზე ხშირად მიწევდა სიარული და მკითხა, რატო დავდიოდი იქ.
სამწუხაროდ, საქართველო არ არის თავისუფალი ქვეყანა. ქვიარ თემის წარმომადგენლებისთვის კი, განსაკუთრებულად რთულია აქ ცხოვრება. მეც უამრავი პრობლემა მქონდა ჩემი ჩაცმის სტილის, ან თუნდაც პირსინგების გამო. რთულია სამსახურის პოვნა, ფაქტობრივად შეუძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, რადგან ვიღაც აუცილებლად მოგაყენებს ფიზიკურ შეურაცხოფას, გვიან ღამით ქუჩაში გასეირნებაც კი შეუძლებელია.
არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნები, რომელ ქვეყანაში. ყოველთვის უნდა ეცადო იყო ნამდვილი, ის, ვინც რეალურად ხარ და აუცილებლად გაგიმართლებს. ყველას, განსაკუთრებით ქვიარ თემის წარმომადგენლებს ვუსურვებ შინაგან სიძლიერეს. მინდა ყველამ იპოვოს ის შინაგანი წერტილი, რითაც შეძლებს საკუთარი ცხოვრების დიდ არეალზე გადმოტანას. თუ შინაგანი ძალა არ გვექნება, მერე უკვე საკუთარი თავის რეალიზება რთულდება. მიუხედავად იმისა, რომ არც ისე მარტივი გზა გავიარე, დღევანდელი შედეგის მისაღებად ღირდა ეს ყველაფერი. არასდროს არის გვიანი იპოვო და აკეთო ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონს და გიყვარს.”
მასალა შექმნილია “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” (IWPR) პროექტის ფარგლებში – “მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ საქართველოში” (BREN), რომელიც მხარდაჭერილია ბრიტანეთის მთავრობის მიერ. მასალაში გაჟღერებული განცხადებები ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს IWPR-ის ან დიდი ბრიტანეთის მთავრობის მოსაზრებებს.
