მარტი ქალების თვეა და გვინდა ის ქალები გავიხსენოთ, ვინც თავისი სიტყვითა და საქმით იბრძოდა უფლებების, თანასწორობისა და გაძლიერებისთვის. მათ შორისაა ბარბარე ჯორჯაძე.

კულინარიით განთქმული ბარბარე ჯორჯაძე 12 წლის ასაკში გაათხოვეს, მაგრამ მიუხედავად ადრეული ქორწინებისა, როგორც პუბლიცისტი, პოეტი, დრამატურგი და ქალთა უფლებების დამცველი, ის ჯერ კიდევ 2 საუკუნის წინ წერდა განათლების, თანასწორობის, ქალთა თვითგამოხატვისა და მათი საჯარო სივრცეში ყოფნის აუცილებლობაზე.

ქართული ფემინიზმის მანიფესტად მიიჩნევა ბარბარეს წერილი, „ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ“, სადაც ის ქართველ ქალთა დაჩაგრულ მდგომარეობაზე საუბრობს, ამის მთავარ მიზეზად კი, განათლების მიღების საშუალების არქონას მიიჩნევს.

“დღეს კი სხვა ქვეყნებიდან ჩვენშიაც შემოვიდა ახალი დრო განათლებისა და აყვავებისა; ახლა მაინც ჩვენმა კაცებმაც დაანებონ თავი ზვაობას და მეშურნეობას, მისცენ თავიანთ დებსაც თანასწორი სწავლა და მიმართულება, რომ შეეძლოთ კიდეც კვალში ჩადგომა და ანგარიშის მოთხოვნა თანამედროვე ქალებისა” – წერდა ის.

ბარბარე ჯორჯაძის ფემინისტური მანიფესტიდან 2 საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვა დღესაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. თუმცა ეს ბრძოლა წარმოუდგენელი იქნებოდა მისი ძალისხმევის გარეშე.

უფლებები
თანასწორობა
გაძლიერება
ყველა ქალს და გოგოს!

_______

მარტი ქალების თვეა და გვინდა ის ქალები გავიხსენოთ, ვინც თავისი სიტყვითა და საქმით იბრძოდა უფლებების, თანასწორობისა და გაძლიერებისთვის, მათ შორისაა ბარბარე ჯორჯაძე.

კულინარიით განთქმული ბარბარე ჯორჯაძე 12 წლის ასაკში გაათხოვეს, მაგრამ მიუხედავად ადრეული ქორწინებისა, როგორც პუბლიცისტი, პოეტი, დრამატურგი და ქალთა უფლებების დამცველი, ის წერდა განათლების, თანასწორობის, ქალთა თვითგამოხატვისა და მათი საჯარო სივრცეში ყოფნის აუცილებლობაზე.

ბარბარეს წერილი – “ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ” – სადაც ის ქართველ ქალთა დაჩაგრულ მდგომარეობაზე საუბრობს, ამის მთავარ მიზეზად კი, განათლების მიღების საშუალების არქონას მიიჩნევს, მიიჩნევა ქართული ფემინიზმის მანიფესტად.

“დღეს კი სხვა ქვეყნებიდან ჩვენშიაც შემოვიდა ახალი დრო განათლებისა და აყვავებისა; ახლა მაინც, ჩვენი ახალგაზრდები უნდა შეწყვიტონ ზვაობა და მეშურნეობა, მისცენ თავიანთ დებსაც თანასწორი სწავლა და მიმართულება, რომ შეეძლოთ კიდეც კვალში ჩადგომა და ანგარიშის მოთხოვნა თანამედროვე ქალებისგან” – წერდა ის.

ბარბარე ჯორჯაძის მანიფესტიდან 2 საუკუნე გავიდა, მაგრამ გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება დღესაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუმცა ეს ბრძოლა წარმოუდგენელი იქნებოდა მისი ძალისხმევის გარეშე.

Rights
Equality
Empowerment
ყველა ქალს და გოგოს!