რუსული კანონის წინააღმდეგ 7-9 მარტ გამართულ აქციებზე, ორი პირი დააკავეს.

ყველაფერი მარტივია, როცა ქვეყანაში ადამიანებს სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილების იმედი აქვს, თუმცა ამ შემთხვევაში და არა მარტო, გამოძიება არასწორი მიმართულებით, ხელისუფლების მიერ გაცემული დირექტივებითა და ნარატივით იმართება.

რა უძღვოდა წინ დაკავების პროცესს და რას ამბობს სასამართლო?

ლაზარეს საქმის განხილვას ერთი დღით წინ უსწრებდა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც ლაზარეს “გზას აცდენილი კაცი” უწოდა და თქვა, რომ მას “ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული”.

კობახიძის განცხადებამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრალდებულ ახალგაზრდებს ანარქისტები, სატანის ფორმიანები უწოდა და განაცხადა: “შეიძლებოდა რამდენიმე ახალგაზრდა თავადვე მოეკლათ”.

ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები მოკლებულია ყველანაირ ლოგიკას და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – “სამაგალითოდ” დასაჯოს ადამიანები, მხოლოდ იმიტომ, რომ რეჟიმს დაუპირისპირდნენ, თუმცა მათი ჩანაფიქრი და განცხორციელების გზები უკვე კარგად ნაცნობია საზოგადოებისთვის და არ უნდა დავუშათ, ისტორიის განმეორება.

სწორედ იმიტომ, რომ გამოძიება არასწორი, მანიპულაციური გზით მიმდინარეობს, ბრალდებულებები ნაფიც მსაჯულთა მოწვევას ითხოვენ. შეიქმნა პეტიცია, რომლის მიხედვითაც, 1 მაისს ჩანიშნული სასამართლო უნდა ჩატარდეს საქართველოს მოქალაქეების მიერ შედგენილი ნაფიც მსაჯულთა კოლეგიით.

იმისათვის, რომ 21 წლის ახალგაზრდების ბედი კორუმპირებული მოსამართლეების ხელში არ აღმოჩნდეს, მოაწერე ხელი პეტიციას!

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSetl6FBke01YdRjmtJZt6pqUJRDYO_qGRb_TiMMm2LvlWgWxA/viewform