“ბოლო რამდენიმე წელია ყველა მიდის საქართველოდან. მათ შორის ჩემნაირი ადამიანებიც, რომლებსაც მოთმინებისა და შრომის შედეგად მიღწეული დიდი და პატარა ცვლილებების სჯეროდათ.
28 წლის ასაკში გადავწყვიტე საქართველოდან წასვლა. თუმცა, არც ისე მარტივი იყო. 2021 წლის ზაფხულში, ჰომოფობიის მასობრივმა ტალღამ საბოლოო წერტილი დაუსვა ჩემს გადაწყვეტილებას.

მანამდე, 5 წელი ვმუშაობდი თერაპევტად. ვსწავლობდი იმას, რაც მომწონდა.
ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, რამეს აკეთებდე ცხოვრებაში და სასურველია ეს იყოს ის, რაც მოგწონს, რისიც გჯერა და გსიამოვნებს. მე ვეცადე და მართლაც ასეთი იყო ჩემი რეალობა. უბრალოდ, მიზეზები, რომლებიც გახვედრებს, რომ წასვლის დროა, წლები გროვდებოდა.

სამწუხაროდ, საქართველოში აღარ დარჩა ადგილი, სადაც ჰომოფობური, ქსენოფობური ან ნებისმიერ განსხვავებულობის ნიშნით ფობიური აგრესია არ მძვინვარებს. საკმაოდ მტკივნეული იყო ამის გაცნობიერება, რომ არათუ ეკლესია და სახელმწიფო უწყობდნენ ხელს ამ ყველაფერს, არამედ ჰომოფობიამ პიროვნული ურთიერთობების დონეზეც, პირად შრეებშიც შემოაღწია.

2021 წლის ზაფხული ალბათ ბევრ ქართველ ქვიარს მწარედ ახსოვს. უმწეობისა და დაუცველობისგან გაქცევა ვცადე და ბათუმში წავედი. ივლისის ბოლოს ერთი ღონისძიება იყო, სადაც ჩემი და ჩემი პარტნიორის საყვარელი არტისტი უკრავდა. დღის ბოლოს, ჩვენს თვალწინ სცემეს ეს დიჯეი, საყურის გამო. ტელევიზიით ასეთი რამ, სამწუხაროდ, ბევრჯერ მომისმენია, მაგრამ ფიზიკურ დონეზე არასდროს განმიცდია. რაღაცნაირად, ის მოხდა, რისიც სადღაც ყველას გვეშინია – თუ სხვის ჩაგვრაზე ხმას არ ამოვიღებთ, ერთ დღესაც ჩვენც რომ მოგვადგებიან.

I want to recall one example. In 2019, I left a job that I loved very much. I learned a lot and I am still grateful, but the reason for my departure was the injustice that was done to my colleague and friend. Ultimately, the story spread that walking into the office with tattoos, piercings, and colorful hair created discomfort for clients (the parents of children who were brought to therapy) and that with this image, I had to look for a job elsewhere. This, of course, is a short and official version of everything I had witnessed before.
For example, in the same job, I often had arguments with other colleagues. One of their positions was that they would not take their child to a gay teacher/therapist. Due to this and many other reasons, differences in opinions, I realized that we had differences in values. I understood that I could not change the work environment alone, and adapting to it was unimaginable for me, so I ultimately left this job.

კიდევ ერთ მაგალითს გავიხსენებდი, უნივერსიტეტში, მაგისტრატურის პირველივე დღეს ლექციაზე მივედი თუ არა, დისკუსია დამხვდა გაჩაღებული – იყო თუ არა ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა. მაშინვე პროტესტი გამოვთქვი არამეცნიერული და ჰომოფობური პოზიციების გამო. აზრები გავამყარე არგუმენტებით, რაზეც უნივერსიტეტის პროფესორმა მიპასუხა, რომ აშლილობის კლასიფიცირება რაღაც მხრივ პოლიტიკური საკითხია და დიაგნოზების როგორც გაუქმება, ისე ხელახლა აშლილობად მიჩნევაა შესაძლებელი.
ბოლო რამდენიმე წელია ყველა მიდის საქართველოდან.

მათ შორის ჩემნაირი ადამიანებიც,….
28 წლის ასაკში გადავწყვიტე საქართველოდან წასვლა.

თუმცა, არც ისე მარტივი იყო.
202….
მანამდე, 5 წელი ვმუშაობდი თერაპევტად.

ვსწავლობდი იმას, რაც მომწონდა.”

- Nami.

The material is created within the framework of the “Institute for War and Peace Reporting” (IWPR) project - “Strengthening Resilience in Eastern Georgia” (BREN), which is supported by the British government. The statements expressed in the material belong to the author and do not reflect the views of IWPR or the UK government.