თუ აქციაზე გეგმავთ წასვლას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული უსაფრთხოების წესები:

შეიკარით თმები მჭიდროდ, რომ ხელი არ ჩაგავლონ მარტივად გაშლილ თმებში;

სახეზე არაფერი წაისვათ, რადგან ნებისმიერი საშუალება ქიმიურ ნივთიერებებთან მარტივად შედის რეაქციაში;

ნურაფერს შემოიხვევთ ყელზე (შარფი, ყელსაბამი და სხვ.);

არ ჩაიცვათ კაბა. ჩაიცვით კომფორტული ტანსაცმელი, რომ მარტივად შეძლოთ სწრაფად გაქცევა;

ჰიგიენური საშუალებებიდან უპირატესობას ნუ მიანიჭებთ ტამპონს. (დაკავების შემთხვევაში, შესაძლოა გამოცვლა გაგიჭირდეთ და ტოქსიკური შოკის ალბათობა იზრდება);

გქონდეთ მოსახერხებელი ჩანთა, რომელიც აუცილებლად შეკრული იქნება;

წამოიღეთ „საწოვარიანი თავით“ წყალი, რომ საჭიროების შემთხვევაში მარტივად შეისხათ თვალებში;

ლინზები არ გაიკეთოთ!(ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შემთხვევაში, მაშინვე დაგჭირდებათ მოხსნა);

მაქსიმალურად მომდგარი ტანსაცმელი ჩაიცვით და გრძელმკლავიანი, რომ შეზღუდოთ ქიმიური ნივთიერების მოქმედება კანზე;

იქონიეთ პირბადე;

ქიმიური ნივთიერება აუცილებლად მხოლოდ წყლით ჩამოიბანეთ (!);

დატენეთ ტელეფონი და ქეშად იქონიეთ თანხა;

მოგერიებისას გასაღები ცერა და საჩვენებელ თითებს შორის გქონდეთ, გარშემო მთლიანად შეკრული მუშტით.

გადმოწერეთ აპლიკაცია 112 Georgia, რომ საჭიროების შემთხვევაში შეძლოთ SOS ღილაკის გამოყენება;

თან იქონიეთ წყალი;