რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ოფიციალურად შარვლის ჩაცმის უფლება ფრანგმა ქალებმა მხოლოდ 2013 წლის 1 თებერვალს მიიღეს.

ზოგიერთ კულტურაში შარვალი ჩვეულებრივი სამოსი იყო, თუმცა დასავლურ საზოგადოებაში ესე არ იყო.

აშშ-ში ელიზაბეტ სმიტ მილერმა ქალისთვის შარვლის მსგავსი ტანსაცმლის ადრეული ვარიანტი შექმნა დაახლოებით 1851 წელს, თუმცა მისი ყოველდღიურად ჩაცმა რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდა და ქალთა შარვლები კვლავ შეზღუდული სპექტრის საქმიანობაში გადავიდა.

პირველი და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც ქალებმა ფრონტზე წასული მამაკაცების სამუშაო ადგილები დაიკავეს, მათ ასევე შედარებით პრაქტიკული სამოსის ჩაცმა დაიწყეს.

1960-70-იანი წლებიდან ქალთა უფლებების მოძრაობის წყალობით, შარვალი დამკვიდრდა, როგორც პოპულარული და შესაფერისი სამოსი ქალებისთვის როგორც სახლში, ასევე საზოგადოებაში და სამუშაო ადგილზე.

მნიშვნელოვანი ფაქტების არასრული ჩამონათვალი ამ მოვლენასთან დაკავშირებით:
1960-იან წლებში ანდრე კურაჟმა ქალებს ჯინსები შესთავაზა.
1966 წელს ივ სენ ლორენმა წარმოადგინა ქალის სმოკინგი.
კოკო შანელმა შარვლებს, როგორც მოდურ სამოსს გაუწია პოპულარიზაცია.
1994 წელს მალავიში ქალებისთვის ლეგალურად დასაშვები გახდა შარვლის ჩაცმა.
2004 წლიდან საერთაშორისო საციგურაო კავშირმა ქალებს საშუალება მისცა, სურვილის შემთხვევაში, ქვედაბოლოს ნაცვლად ჩაეცვათ შარვლები.

Illustration by Marina Verdú
ტექსტი მომზადებულია თაკო ღვინჯილიას მიერ.