ლუკა, ნინო, სოფო: „კავშირი, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა“

ნინო (დედა) – “მე და სოფომ დიდი გზა გამოვიარეთ ერთად. ამასობაში მეგობრობიც გავხდით. სოფო ყოველთვის ხაზზეა. მიუხედავად იმისა, რომ დავსტაბილურდით და საგანგაშო პერიოდები გადავიარეთ, სოფო მაინც მუდმივად ხაზზეა.”

სოფო (იურისტი) – “კარგი მეგობრები ვართ. ჩვენთან არ არსებობს სამუშაო და არასამუშაო საათები. მითუმეტეს, რომ იმ დიდი მიზნისთვის, რითიც დავიწყეთ, ბრძოლას ახლაც ვაგრძელებთ. ერთიანი ძალისხმევით, უნდა გავაფართოვოთ ეს პროგრამა. ჩვენი მიზანია, შეიქმნას ყოვლისმომცველი, მრავალფეროვანი, სათემო სერვისები იმისთვის, რომ ლუკამ და სხვა ბავშვებმა, ასევე ზრდასრულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა შეძლონ საზოგადოებაში დამოუკიდებელი და სრულფასოვანი ცხოვრება.”

ნინო და ლუკა

პირველი ნაბიჯები

“ფეხს რომ იდგამდა და დედა და მამა უნდა დაეძახა ჩვენთვის, პირველი ნიშნები მაშინ შევამჩნიეთ. ლაპარაკის დაწყება დააგვიანა, არც რეაქციები მომწონდა. მაგალითად, ზოგჯერ, როცა ვეძახდი, არ მიყურებდა. როგორც მერე აღმოვაჩინეთ, ყოფილა რამდენიმე ე.წ. „წითელი დროშა“, რომელიც ბავშვთა აუტიზმის დიაგნოზს ახასიათებს. ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით და მოგვიწია ლუკასთან ერთად გადაგვედგა პირველი ნაბიჯები, ყველა გაგებით.
ფსიქოლოგმა, რომელთანაც თავიდან მივედით, გვითხრა, რომ ბავშვს აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ ჰქონდა და მშობლები ზედმეტად ვამახვილებდით ყურადღებას დეტალებზე. ლუკას დიაგნოზის შესახებ პირველად თამარ გაგოშიძესთან კონსულტაციისას გავიგეთ. წარმოიდგინეთ, გეუბნებიან დიაგნოზე, რომლის შესახებაც არაფერი იცი. თითქოს ვიღაცამ ხელი გკრა და გაურკვეველ, უძირო ორმოში, უსასრულობაში ჩაგაგდო. თამარმა მაშინვე დაგვისახელა ამ დიაგნოზის მქონე წარმატებული ადამიანები. ალბათ რაღაც მიდგომაა ასეთი, მშობელი რომ ჭკუიდან არ შეიშალოს, როგორღაც რომ ამოივსოს ეს უძირო ორმო.”

ბაღი

“ვიცოდი, რომ არ უნდა გამომეკეტა. ბაღში რომ მივიყვანე, დიაგნოზზე პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, ზუსტად ამ დიაგნოზის საფუძველზე გამოგვრიცხეს. 2008-09 წლებია, მე 23-24 წლის ვარ, ლუკა – 3-4-ის. სახლში რომ წამოვედით, მეც ვტიროდი და ბავშვიც.
მშობლები ყოფილან უკმაყოფილო. ძირითადად ასე ხდებოდა ხოლმე. განცხადება დაუწერიათ, რომელზეც მასწავლებელს და სხვებსაც მოუწერიათ ხელი – ეს მაშინ გავიგე, როცა რაღაც ფორმით, გავასაჩივრე ბაღის გადაწყვეტილება და სამინისტროდან პასუხი მივიღე.
არ დავნებებულვარ და სხვა ბაღი ვიპოვე, სადაც იმ დროისთვის უჩვეულოდ კარგად დაგვხვდნენ – მაშინ ცნობიერება კიდევ უფრო დაბალი იყო, ვიდრე ახლაა. სასწავლო წელი რომ დაიწყო და მივედით, აღმოვაჩინე, რომ დირექტორს 18 ფურცლიანი მასალა ამოუბეჭდავს ლუკას დიაგნოზის შესახებ და მასწავლებლისთვის მიუცია, რომ სათანადოდ მომზადებულიყო. ლუკამ ბაღი იმ ჯგუფთან ერთად დაამთავრა, თანაც ძალიან კარგად. ფაქტია, რომ ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული გამოცდილება გვაქვს, ერთი კარგი და ერთიც – ცუდი.”

დღის ცენტრი

“თავიდან აუტიზმის პროგრამა არ არსებობდა. შემდეგ მერიის პროგრამა შეიქმნა, მაგრამ პარალელურად ალტერნატივებსაც ვეძებდით და აღმოვაჩინეთ დღის ცენტრი, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის და სკოლას ვუთავსებდით, თუმცა ლუკა ამ დღის ცენტრიდანაც ამორიცხეს. დირექტორი გვეუბნებოდა, ჩვენ არ ვართ მძიმე და ღრმა ჩამორჩენის, ასეთი დიაგნოზის მქონე ბავშვების მომსახურების ცენტრიო.

დღის ცენტრშიც, მშობლების მხრიდან იყო პრობლემები. მუბნებოდნენ – შენც დარჩი და იყავი შენ შვილთან ერთადო. ჩვენ თუ ვართ, აქ შენ რატომ არ შეგიძლიაო… ამ დროს მე უკვე ვმუშაობდი. და გარდა ამისა, ლუკას დიაგნოზის შემთხვევაში, ეს სასურველი არც არის. როცა ლუკას რაღაც უნდა აუხსნან, მე იქ არ უნდა ვიყო, თორემ ჩემზე ფოკუსირდება და ყურადღებას აღარ აქცევს, რას უხსნიან. ყოველთვის ვიცოდი, რომ თუ მინდოდა, რომ რაღაც ესწავლა და გაეკეთებინა, იქ არ უნდა ვყოფილიყავი.

მუდმივად ჩემს დედობაზე ჰქონდათ აქცენტი, წარმომაჩენდნენ, როგორც დედას, რომელიც შვილთან საკმარის დროს არ ატარებს და სხვა ინტერესებს აყენებს უფრო წინ. ლუკა განსაკუთრებულს არაფერს აშავებდა, მაგრამ მაინც გამუდმებით მის ქცევაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.”

სკოლა

“ლუკა რომ სკოლაში შევიდა, ინკლუზიური პროგრამა უკვე არსებობდა, მაგრამ ეს პროგრამა დღესაც კი ძალიან შორსაა სრულყოფილისგან. ის გულისხმობს სკოლაში ერთ ფსიქოლოგს, რომელმაც ყურადღება უნდა დაუთმოს ამ სკოლის ყველა შშმ მოსწავლეს. მიწევდა, გაკვეთილზე მეც ვმჯდარიყავი ბავშვთან ერთად.

შემდეგ დაგვიკავშირდა 166-ე სკოლის დირექტორი და შემოგვთავაზა პირობა, რომლის თანახმადაც ლუკას პერსონალური სპეცპედაგოგი დაუნიშნეს. ეს დიდი ფუფუნება იყო ჩვენთვის. ამ პროგრამამ გაამართლა და დღემდე მუშაობს. ლუკამ კი სკოლა დაამთავრა და ატესტატიც აიღო. თუმცა, არც აქ ყოფილა ყველაფერი მარტივად – მშობლები აპროტესტებდნენ, ჩვენს საკლასო ოთახთან იკრიბებოდნენ და მოითხოვნდნენ, ჩვენი კლასი გაუქმებულიყო, და ჩვენს შვილებს მათ შვილებთან ერთად განათლების მიღების უფლება არ ჰქონოდათ. რომ არა დირექტორის თანადგომა, ამას ვერ გავუმკლავდებოდით.”

პანდემია. ფსიქიატრიული.

“The school has closed. We are expelled from the center of the day. We can't go outside freely. Serious problems started here. Until now, Luka was able to socialize with our help, but now he is locked up in four walls, especially during the age of transition. A special program has also gone online, for which it turned out to be impossible to adjust. We went to a psychiatrist who advised us to admit Luka to a children's psychiatric hospital to observe the effects of the medication in dynamics. We decided to give it a try.

იყო შემთხვევა, როცა სანახავად მივედი და წამოსვლისთანავე დამირეკეს, რომ უკან მივბრუნებულიყავი.

მახსოვს, შევედი გადაუდებელში, კარდიოგრამაზე იყო მიერთებული და ტუჩის კუთხეები დასისხლიანებული ჰქონდა.“

სწორედ მაშინ, როცა უკვე სრულიად დაკარგული ვიყავი, ჩვენმა დამხმარე ასისტენტმა მითხრა, რომ არსებობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და შედგა კავშირი, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა.” – ნინო მხეიძე

სოფო

სამართლებრივი დავა

“ჩვენს ორგანიზაციაში საქმის შესწავლის დროს აღმოვაჩინეთ, რომ არანაირი სერვისი არ არსებობდა, რაც ლუკას გადაარჩენდა და უსაფრთხო გარემოს შეუქმნიდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გავაგზავნეთ წერილი, სადაც შინაარსობრივად მიმოვიხილავდით ლუკას საქმეს და სასწრაფოდ ვითხოვდით დახმარებას. დაიგეგმა შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში. შეგვხვდნენ იმ დროისთვის საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები. არასოდეს დამავიწყდება, როგორ გვითხრა ზრუნვის სააგენტომ, სულ რომ კოჯრის ბავშვთა სახლში ამოგვიყვანოთ ლუკა, ვერ მივიღებთ და ისევ ფსიქიატრიულში წავიყვანთო. წარმოიდგინეთ, არსად არ აღმოჩნდა ლუკას ადგილი.
მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ყველა პასუხისმგებელ სახელმწიფო რგოლთან გვქონდა კომუნიკაცია. წარვადგინეთ ყველა მტკიცებულება, მათ შორის, ლუკას და ნინოს დაზიანებების ამსახველი მასალები, აბსოლუტურად ყველა იყო საქმის კურსში. ჰქონდათ წვდომა ფსიქიატრიულიდან ამოღებულ ისტორიაზე, რომელიც მოიცავდა ბავშვთა ფსიქიატრის შეფასებასაც, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ლუკა ფსიქიატრიულის პაციენტი არ იყო და მისთვის არ შეიძლებოდა დახურულ სივრცეში, ფსიქიატრიულის პირობებში ყოფნა.

ნინოს აყენებდნენ მდგომარეობაში, სადაც შეუძლებელი გადაწყვეტილებების მიღება უწევდა. ბევრი მშობელი ამას ვერ გაუმკლავდებოდა. მაგრამ ნინომ თავისი შვილისთვის ბოლო წუთამდე იბრძოლა. სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი, რომელიც მოცემულ ვითარებაში, ლუკას გადაარჩენდა.

კანონში არის ასეთი დანაწესი, რომელიც გადაუდებელ საქმეებზე მყისიერ რეაგირებას გულისხმობს. შეიძლება სასამართლომ, სამი დღის ვადაში, დაჩქარებულად მიიღოს გადაწყვეტილება, დროებითი განჩინება, რომელიც კანონის საკმაოდ ძლიერი ინსტრუმენტია. ამ გზით წავედით, რადგან ლუკა ვერ დაიცდიდა. ამ გზით მოვახერხეთ მოგვეწესრიგებინა დროებითი მდგომარეობა. მაშინ არსებობდა ბინაზე მოვლის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც თვეში მხოლოდ 40 საათი ზრუნავდა ბავშვზე. კვირაში 2 დღე უნდა შეგერჩია და იმ 2 დღეში, მხოლოდ 2 საათით მოვიდოდა ასისტენტი. ჩვენ ვამბობდით, რომ 2 საათი კი არა, ლუკას სჭირდებოდა სრულფასოვანი ზრუნვა და მეთვალყურეობა. პროგრამა უკვე არსებობდა – საჭირო იყო საათობრივი ცვლილება, ბიუჯეტის გადახედვა და კადრების მოძიება.”

ლუკა გამარჯვებულია

“სასამართლომ, ისე, რომ ტექსტში, მძიმეც კი არ შეცვლილა, ზუსტად 1 დღეში მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლუკას დაუყონებლივ უნდა ჰქონოდა წვდომა პერსონალური ასისტენტების სერვისზე დღეში 12 საათის განმავლობაში.
ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ ამ გამარჯვებას. ლუკა ფსიქიატრიულიდან გამოვიყვანეთ. ჩვენი საბოლოო სარჩელიც შედგა, რომელშიც ზიანის ანაზღაურება მოვითხოვეთ სახელმწიფოს უმოქმედობიდან გამომდინარე და პირველ ინსტანციაში ეს საქმეც მოვიგეთ. მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს და ზრუნვის სააგენტოს 15,000 ლარის ვალდებულება დაეკისრათ, იმიტომ, რომ მათ ყველაფერი იცოდნენ და არაფერი არ გააკეთეს.

ლუკა გამარჯვებულია იმიტომაც, რომ მისი საქმის გამო დღეს 40 ბავშვი იღებს ამ სერვისს. ჩვენი მთავარი მიზანია, გაფართოვდეს ტერიტორიული მოცვა, პროგრამა სხვა რეგიონებშიც შევიდეს და გაიზარდოს პროგრამით მოსარგებლეთა რიცხვიც.

Care means different things to everyone. Caring for children with disabilities is a gendered phenomenon. Caregivers are primarily women, mothers. I can tell you from the example of PHR that in families where there are such challenges, in 7 out of 10 cases, fathers leave the home, and women are left alone in conditions where a fairly serious income is needed. They are unable to work as well. Of course, they struggle to confront, acknowledge, and talk about these experiences. We are dealing with fear, shame, and disappointment. And at this time, the state does not see the parents behind children with disabilities. There are no services that would give them a chance for realization, employment, personal life, and a dignified life.

Emotionally, it is very difficult for me and all my colleagues, but what empowers us all in the organization are the results we ultimately achieve. Luka's case and this precedent-setting decision have changed the lives of countless people, and of course, I am proud of my small contribution to this work, I am proud of all my colleagues who worked with me on this issue.” – Sofio Menabdishvili, lawyer at the organization “Partnership for Human Rights.“.

Photo: Dina Oganova – Documentary Photographer