TW⚠️: The material may contain sensitive visual information.

“I would never have thought that I would have to tell the story of overcoming anorexia about myself. I think our generation is particularly at risk of eating disorders because the constant commercialization of how we should eat, how we should exercise, in order to be happy and successful affects people of all ages, especially adolescents. I used to go to ballet, I compared myself to other children, it became such a habit that no matter who I was with, I compared my body to everyone else's. This continued until I put myself in danger.".

როდესაც სიმპტომები დამეწყო 17 წლის ვიყავი, აბიტურიენტი, და გაუთავებელი დავალებებისა და სტრესის გარდა, დავიწყე ჩემ გარშემო გამხდარ ადამიანებზე დაკვირვება.

როგორ იკვებებოდნენ, დავაფიქსირე, რომ ყველას რატომღაც იმ ადამიანთან სურდა ურთიერთობა, ვინც გამხდარი იყო.

დავიწყე ჩემი თავის გვერდიდან აღქმა, როგორ დავეხმარებოდი ჩემს თავს სხვა რომ ვყოფილიყავი. ჩემი ორგანიზმის გვერდიდან დანახვა ვისწავლე. საწყის ეტაპზე ყველაზე რთულია ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ იმისთვის არიან სპეციალისტები, რომ გითხრან ეს სირთულე როგორი ბუნებრივია. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ სახლში გავაგრძელე ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად ამ პრობლემასთან გამკლავება. ყოველ ლუკმაზე ჩემი ხელი ეჭირათ და ყოველი ტირილის დროს ზუსტად იმას მეუბნებოდნენ, რაც მჭირდებოდა, რომ მომესმინა. გამოჯანმრთელება ხანგრძლივი პროცესია. შენს თავს ებრძვი ყოველ პატარა ნაბიჯსა და გამოწვევაზე.

სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს კვებითი აშლილობების სპეციალიზებული კლინიკა, რაც უდიდეს პრობლემად მიმაჩნია. ამ კლინიკებში ხდება კვებითი აშლილობის დიაგნოზიანი ადამიანების მუდმივი მონიტორინგი, რაც აუცილებელია. მე გამიმართლა, რომ ჩემს გარშემო ძალიან კარგი ექიმების ჯგუფი შეიკრა, რათა გამოვჯანმრთელებულიყავი, თუმცა მსგავსი კლინიკების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოში კვებით აშლილობებზე არ ლაპარაკობენ, ერთ-ერთი ყველაზე ტაბუირებული თემაა და შესაბამისად მე იმ პერიოდში ყველაზე მეტად რაც მჭირდებოდა იყო ის, რომ ვინმეს ჩემი მდგომარეობა ზუსტად გაეზიარებინა და ეთქვა, რომ მარტო არ ვარ. გამოსავალი მხოლოდ შენში არსებობს, უბრალოდ უნდა იპოვო ძალა, რომ საყვარელი ადამიანებისთვის, საქმიანობისთვის, ინტერესებისთვის, შინაური ცხოველისთვის ან თუნდაც იმიტომ გააგრძელო სიცოცხლე, რომ სხვა ადამიანებისთვის მაგალითი იყო. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოტივაცია ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება იყო.

რაც ყველაზე მთავარია, აუცილებელია, რომ უცნაურ ჩვევებს და კვებით დარღვევებს თავიდანვე სერიოზული ყურადღება მივაქციოთ, რადგან მერე და მერე უფრო რთულდება ამ ჯურღმულიდან ამოსვლა.
სექტემბერში, როდესაც ციკლი აღმიდგა, სხეული უკვე კარგად ფუნქციონირებდა. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად ყველაფერი ამით არ გვარდება, მაგრამ დროსთან ერთად იწყებ შენი ორგანიზმის მექანიზმის დაფასებას და აღიქვამ, თუ რამდენს შრომობს იმისთვის, რომ იცოცხლო. ახლა ბედნიერი ვარ და რაც მთავარია ტყუილების გარეშე ვარ ის, ვინც ვარ და ისეთი ადამიანები მყავს გვერდით, რომლებსაც უპირობოდ ვუყვარვარ და ვჭირდები.

სხვა ვერავინ გიშველის, თუ არა შენი თავი. და საკმარისად უნდა გვიყვარდეს ჩვენი თავი, რომ ამ ურთულესი გზის გადალახვის შემდეგ მივხვდეთ, რომ ძლიერები ვართ. ყველა კვებით აშლილობას კომფორტის ზონის დარღვევის სიძნელე ახლავს. უბრალოდ ცვლილების გეშინია და გგონია, რომ ასე უფრო მშვიდად ხარ, ცვლილებები კი აგრევს. სწორედ ცვლილებები და შიშისთვის თვალის გასწორებაა ხსნა, რადგან ყველაფერი საინტერესო, რაც ცხოვრებაში ხდება, შიშის გარეშე არ არსებობს.” — მანუ თავაძე