„ვმუშაობდი სამედიცინო კომპანია შპს „მედიგრუპში“ და ორსულობის გამო დამჭირდა დეკრეტული , ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამის გამო გაიგეს, რომ ვიყავი ორსულად (არ მინდოდა გაეგოთ, რადგან ჩემამდე თანამშრომელი გაუშვიათ ორსულობის გამო).

ძალიან მძიმე ემოციური ფონი მქონდა, მხოლოდ ვტიროდი.

„მოდი, მაინც არაფერს ვკარგავ“ – ამ პათოსით მივუტანე ყველაფერი, რაც საჭირო იყო. ამის შემდეგ მალევე დაინიშნა პროცესი, ბატონი გიორგი ბოლომდე გვერდში მედგა და საბოლოო ჯამში, დიდი შრომის ფასად (რადგან პირველ ინსტაციაში გავიმარჯვე და ჩემს სასარგებლოდ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, ამ კომპანიამ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება) საკმაოდ სოლიდურ თანხაზე გავედი, 16 000 ლარი ავიღე მახსოვს. ალბათ, ვალში ვიქნები გიორგი ანთაძესთან სიცოცხლის ბოლომდე, რადგან მაქსიმალურად დამეხმარა და გაითვალისწინება ჩემი მდგომარეობა და მითხრა, რომ ვინმეს სანაცნობო წრეში მსგავსი გამოცდილება თუ ექნებოდა, მიმესწავლებინა ეს ორგანიზაცია და დაეხმარებოდნენ.”

თუ თვლი, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლი ხარ, დაუკავშირდი ორგანიზაციას კოალიცია თანასწორობისთვის / The Coalition for Equality

ილუსტრაციის ავტორი: ელენე ქათამაძე