
“მეგობარი სახლს არემონტებდა და რადგან თვითონ სამსახურში უნდა ყოფილიყო, მე დამტოვეს მის სახლში. მარტო ვიყავი და ვმეცადინეობდი. ხელოსანი ოთახიდან ოთახში დადიოდა და კარს აკეთებდა. დეტალების გარეშე – მომიახლოვდა და მკერდზე შემეხო, იმდენად შოკის მომგვრელი იყო თავის დასაცავად მხოლოდ მეორე ოთახში გაქცევა მომაფიქრდა. კიდევ რომ ცდილობდა მოახლოვებას, ვუთხარი, რომ 112-ში დავრეკავდი, რის მერეც გაჩერდა.
არც ჩემი ახლობლისთვის და არც მეგობრებისთვის გამიზიარებია ეს ისტორია.”
ისტორიაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
ევროკავშირი საქართველოში
#EU4Georgia #GCRT
