Ukrainian women who were sexually assaulted by Russian soldiers do not have the opportunity to have an abortion in Poland due to the country's existing policies – Kvinti

პოლონეთში არსებული მკაცრი აბორტის საწინააღმდეგო კანონების გამო, ექიმები და მოხალისეები იძულებულები არიან მობილიზდნენ და ფარულად დაურიგონ აბები გაუპატიურების შედეგად გადარჩენილ ქალებს. არსებული კანონის მიხედვით, შესაბამისი წამლები მხოლოდ რეცეპტით გაიცემა, უკრაინელი ქალებისთვის კი რეცეპტის მიღება რთულ პროცესებთანაა დაკავშირებული. კანონის დარღვევის შემთხვევაში, ექიმს სამწლიანი პატიმრობა ემუქრება.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პოლონეთი გახდა ევროპაში პირველი ქვეყანა, რომელსაც აბორტის ერთ-ერთი ყველაზე შემზღუდავი კანონი აქვს მიღებული. აბორტი პოლონეთში მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტის ან დედის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საფრთხის შემთხვევაშია დასაშვები, თუმცა უკრაინელი ქალებისთვის დღეს ოფიციალური პროცესების გავლა რთულია, ამ ეტაპზე მათთვის აბორტის გაკეთება მხოლოდ არალეგალური გზებით ხდება.